ირაკლი კობახიძე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
147 23 სექტემბერი 2021, 10:08
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდება. შეხვედრა ევროკავშირის ოფისში, 14:00 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშრებით კრიტიკული განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ელჩი ევროკავშირის ოფისში დაიბარეს. ჰარცელი გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ დიპლომატებსაც უსმენენ და განაცხადა, რომ ევროკავშირი ამას არ უყურებს, როგორც ნორმალურ მოვლენას.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი