განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში ბრალდებული დააკავეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
154 23 სექტემბერი 2021, 11:53

 შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მ.პ. თბილისში დააკავეს. მას ბრალად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა ედება. დანაშაული რვიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„პოლიციამ, დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღო „ჰეროინის“ შემცველი 164 გრამი ნარკოტიკული საშუალება და „ამფეტამინის“ შემცველი 83 გრამი ნარკოტიკი“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით, ასევე, ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვას იმის მიერ, ვისაც წარსულში აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაული აქვს ჩადენილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სოზარ სუბარი - გვარამიას საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ, კარგი იქნება, თუ კელი დეგნანი და ევროკავშირის ყოფილი ელჩი ბოდიშს მოიხდიან ქართული სასამართლოს წინაშე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებულთა პანაშვიდს დაესწრო
გურიის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში CESL პროგრამის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა
ნინო თანდილაშვილმა ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
თეა წულუკიანი საერთაშორისო სტუდენტური ფესტივალის „არლეკინი“ ფარგლებში გამართულ საზეიმო მიღებას დაესწრო
არქივი