ადვოკატი - ხელისუფლება ცდილობს როგორც მიშას იზოლირებას, ამავდროულად ცდილობს გარკვეული ყოფითი პირობების გაუარესებას, მას ამ დრომდე არ აქვს ტელევიზორი და ლეიბი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
96 07 ოქტომბერი 2021, 15:10
ხელისუფლება ცდილობს როგორც მიშას იზოლირებას, ამავდროულად ცდილობს გარკვეული ყოფითი პირობების გაუარესებას. მას ამ დრომდე არ აქვს ტელევიზორი და ლეიბი, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ ჟურნალისტებს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან განუცხადა.

„მიშა არის შემართული გამარჯვებისთვის და ქართული საზოგადოება გასცემს ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიულ პრორუსულ რეჟიმს პასუხს იმ უსამართლობაზე, რაც ქვეყანაში ბოლო წლების მანძილზე ტრიალებს და რაც გამოიხატება მიხეილ სააკაშვილის უკანონო პატიმრობაში. ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლება ცდილობს როგორც მიშას იზოლირებას, ამავდროულად ცდილობს გარკვეული ყოფითი პირობების გაუარესებას ან არშექმნას, როგორიც არის მაგალითად, ტელევიზორის დაუდგმელობა, ასევე ლეიბის საკითხი. ამ დრომდე არ აქვს სააკაშვილს ლეიბი.

მიშას პრინციპული პოზიციაა შიმშილობა და ეს პოზიცია მომდინარეობს იმ უსამართლობასთან ბრძოლის წინააღმდეგობიდან, რაშიც სააკაშვილი და მთელი ქართული დემოკრატიული საზოგადოებაა შესული. მიშას ამოცანაა, რომ პროტესტის ამ მშვიდობიანი, თუმცა ძალიან მკაფიო და რთული ფორმით უპასუხოს იმ უსამართლობას, რაც დღეს საქართველოშია“, - განაცხადა ბასილაიამ.

ამასთან, ბასილაიამ აღნიშნა, რომ შეშინებულ ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილისთვის მაქსიმალური დისკომფორტის შექმნა სურს.

„ჩვენ ძალიან კარგად გვესმის შეშინებული ხელისუფლების პოზიციები, მათ უნდათ მაქსიმალური დისკომფორტი შეუქმნან მიშას. მაგრამ ამავდროულად, ყველანი ვხედავთ როგორი ქოსატყუილა ხელისუფლება გვყავს. მაგალითად, გუშინ, როდესაც საუბრობდა ღარიბაშვილი რაღაც ბლეფზე და სისულელეზე, ბოდვაზე ნარკოტიკებთან დაკავშირებით. გამოვედით და გუშინ ვისაუბრეთ, რომ ჩაატარონ ნარკოტესტი ტელევიზიების თანდასწრებით, ასევე მათი თანდასწრებით ნიმუშების ტრანსპორტირება და ნიმუშების კვლევა. მაგრამ ამას ვერ იზამენ, რადგან იციან ეს ტყუილია“, - განაცხადა ბასიალიამ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, საქართველოდან ოთხი მლნ აშშ დოლარის ღირებულების მანდარინის ექსპორტი განხორციელდა
არჩილ თალაკვაძე: კარგად გვახსოვს, რა მოხდა 7 ნოემბერს, როდესაც დაარბიეს „ტელეიმედი“ და პრაქტიკულად დააპატიმრეს ტელევიზია და ჟურნალისტები
პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლებისა და ფულის გათეთრების ფაქტზე ორი პირი დააკავა
საქართველომ ინტერნეტ მმართველობის მე-7 ფორუმს GeoIGF 2021-ს უმასპინძლა
გიორგი ხელაშვილი - მოვუწოდებ პარლამენტში წარმოდგენილ პარტიებს, ითანამშრომლონ მმართველ პარტიასთან, რაც მათ შეუნარჩუნებს შანსს, რომ არ გაქრნენ შიდა თუ საერთაშორისო პოლიტიკური სცენიდან
არქივი