სარეკლამო ადგილი - 1
976 x 90
უკრაინული მედია - უკრაინის სასაზღვრო სამსახური მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის კვეთის ფაქტზე სამსახურებრივ შემოწმებას ატარებს, უფლებამოსილება შეუჩერდა რამდენიმე თანამდებობის პირს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
48 07 ოქტომბერი 2021, 16:00
უკრაინის სასაზღვრო სამსახური მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის კვეთის ფაქტზე სამსახურებრივ შემოწმებას ატარებს, უფლებამოსილება შეუჩერდა რამდენიმე თანამდებობის პირს. ამის შესახებ უკრაინული გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ უწყების სპიკერზე ანდრეი დემჩენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

„უკრაინის მოქალაქე სააკაშვილის სიტუაციასთან დაკავშირებით უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური ნამდვილად აწარმოებს სამსახურებრივ შემოწმებას. მიმდინარეობს უკრაინიდან მისი გასვლის გარემოებებისა და სახელმწიფო საზღვრის კვეთი ფაქტის გამოძიება. დეტალურად მოწმდება ინფორმაცია, თუ რანაირად გავიდა ის უკრაინის საზღვრებს გარეთ“, – განაცხადა სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელმა „უკრაინსკაია პრავდასთან“.

დემჩენკოს განცხადებით, ამ მომენტისთვის უწყების სამხრეთი რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელობიდან რამდენიმე თანამდებობის პირს გამოძიების მიმდინარეობისას და მისი შედეგების გამოტანამდე შეუჩერდა სამსახურეობრივი უფლებამოსილება.

მედიასაშუალების კითხვაზე, დაფიქსირებულია თუ არა მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის კვეთა, უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის სპიკერმა განაცხადა, რომ ამგვარი ინფორმაცია კონფიდენციალურია.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კახა კალაძე - ყოველწლიურად გვექნება გათვალისწინებული ათეულობით მილიონი ლარი იმისთვის, რომ დავიწყოთ ყველაზე ავარიული სახლების ჩანაცვლება ახალი ბინებით, საბჭოთა ძველი არქიტექტურა ჩანაცვლდება ახალი, თანამედროვე არქიტექტურით
კახა კალაძე - მე, როგორც ერთი რიგითი პოლიტიკოსი, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, მერობის კანდიდატი, მზად ვარ გადავდგა კონკრეტული ნაბიჯები იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე ეს პოლარიზება ნელ-ნელა დავასრულოთ
კახა კალაძე - მეორე ტურში კიდევ უფრო მეტი შემართებით ვართ, მეტად მობილიზებულები და დარწმუნებული ვარ, თბილისის მოსახლეობის უმრავლესობა მხარს დაუჭერს ქალაქის განვითარებას, სიმშვიდეს, სტაბილურობას და აღმშენებლობას
სააკაშვილის პირადი ექიმი - სააკაშვილი თანახმაა კონსილიუმზე, თანახმაა ტესტებზე, წამლებზე. განწყობა აქვს ძალიან მხნე
აშშ-ის თავდაცვის უწყება - საქართველოში ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და თავდაცვის მინისტრ ჯუანშენ ბურჭულაძეს შეხვდება.
არქივი