სარეკლამო ადგილი - 1
976 x 90
სააკაშვილის მორიგი მიმართვა მომხრეებს - ახლა ყველგან, სადაც მეორე ტურია, ეს არის ყველა დასახლებული პუნქტი, უნდა ვიყოთ შეტევაზე, უნდა მოვემზადოთ წინასაარჩევნო აქციებისთვის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
61 07 ოქტომბერი 2021, 18:58
არჩევნების მეორე ტურში გამარჯვება აბსოლუტურად აუცილებელია როგორც ქვეყნისთვის, ასევე ჩემი გათავისუფლებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართვაშია აღნიშნული, რომელსაც ის ციხიდან ავრცელებს.

„ახლა ყველგან, სადაც მეორე ტურია, ეს არის ყველა დასახლებული პუნქტი, უნდა ვიყოთ შეტევაზე და გავაუნებელვყოთ ივანიშვილის ყველა ხრიკი და გეგმა. სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიას და ყველა ჩვენს პირველ ტურში გამარჯვებულ კანდიდატს. ჩვენ უნდა მოვიგოთ თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ზუგდიდი, თელავი, ხაშური, წალენჯიხა, სენაკი, ფოთი, წყალტუბო, მარტვილი და ყველა სხვა ადგილზე და არა მხოლოდ მერები, არამედ მეორე ტურში გასული მაჟორიტარებიც. უმნიშვნელოვანესია ხმების გადათვლა, ვინაიდან „ოცნება“ თითქმის, ყველგან კარგავს უმრავლესობას. ამიტომ, მიუხედავად უთანასწორობისა, უნდა გამოვიყენოთ და ამოვწუროთ ყველა სამართლებრივი საშუალება. ასევე, უნდა მოვემზადოთ წინასაარჩევნო აქციებისთვის. მე სატუსაღოში, ყოველწუთიერად ვგრძნობ თქვენს მხარდაჭერას, მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირად მიზღუდავენ გარე კონტაქტს და ამდენი ხანი სასამართლოც კი არ ჩანიშნეს. ელოდებიან სანამ შიმშილობა ისე დამასუსტებს, რომ ვერ შევძლო სასამართლოზე მისვლა. ასეთი რამ ყველაზე ჩამორჩენილ ბანანის რესპუბლიკებშიც კი არ მინახავს. მიუხედავად ყველა ხრიკისა, ჩვენი მხარდაჭერა ყოველდღე იზრდება და ახლა საჭიროა სიმშვიდე, სიმტკიცე და სიფხიზლე.

პ.ს. და კიდევ ერთი - ყველა ჭორი, რომელსაც ახლა საზიზღარი მოშეს ჩაწოდებით სუს-ი ავრცელებს, არის მთლიანად დასაიგნორირებელი. ეს გათვლილია ჩვენს დაბნევაზე, დასუსტებაზე და ერთმანეთზე გადაკიდებაზე. ბევრ ადამიანს სურს სოლიდარობის ნიშნად შიმშილობის გამოცხადება. მინდა იცოდეთ, რომ ჩემი შიმშილობა სავსებით საკმარისია და მე მას არ შევწყვეტ, ვინაიდან, აქ ჩემი ბრძოლის სხვა ფორმები შეზღუდულია. ვინც გარეთ ხართ, პირიქით, უნდა იყოთ ფიზიკურ და მორალურ ფორმაში, გადამწყვეტი ბრძოლისთვის“, - წერს მიხეილ სააკაშვილი მიმართვაში, რომელიც ჟურნალისტებს მისმა ადვოკატმა ნიკა გვარამიამ გააცნო.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კახა კალაძე - ყოველწლიურად გვექნება გათვალისწინებული ათეულობით მილიონი ლარი იმისთვის, რომ დავიწყოთ ყველაზე ავარიული სახლების ჩანაცვლება ახალი ბინებით, საბჭოთა ძველი არქიტექტურა ჩანაცვლდება ახალი, თანამედროვე არქიტექტურით
კახა კალაძე - მე, როგორც ერთი რიგითი პოლიტიკოსი, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, მერობის კანდიდატი, მზად ვარ გადავდგა კონკრეტული ნაბიჯები იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე ეს პოლარიზება ნელ-ნელა დავასრულოთ
კახა კალაძე - მეორე ტურში კიდევ უფრო მეტი შემართებით ვართ, მეტად მობილიზებულები და დარწმუნებული ვარ, თბილისის მოსახლეობის უმრავლესობა მხარს დაუჭერს ქალაქის განვითარებას, სიმშვიდეს, სტაბილურობას და აღმშენებლობას
სააკაშვილის პირადი ექიმი - სააკაშვილი თანახმაა კონსილიუმზე, თანახმაა ტესტებზე, წამლებზე. განწყობა აქვს ძალიან მხნე
აშშ-ის თავდაცვის უწყება - საქართველოში ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და თავდაცვის მინისტრ ჯუანშენ ბურჭულაძეს შეხვდება.
არქივი