გიორგი გამსახურდია - ეს არის უდიდესი დანაშაული, როდესაც ზვიად გამსახურდიასა და მიხეილ სააკაშვილის ერთმანეთთან ადარებენ. ეს იგივეა რომ Პაციფზმის საფლავზე ტანკის ძეგლი დადგა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
290 07 ოქტომბერი 2021, 23:44

ეს არის უდიდესი დანაშაული, როდესაც ზვიად გამსახურდიასა და მიხეილ სააკაშვილის ერთმანეთთან ადარებენ. ჩემმა ძმამ, ერთხელ მაგალითი მოიტანა, ეს იგივეა რომ Პაციფზმის საფლავზე ტანკის ძეგლი დადგაო, - ამის შესახებ საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილმა, გიორგი გამსახურდიამ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

„ეს (მიხეილ სააკაშვილი) არის აბსოლუტურად კარიკატურული პერსონაჟი, თავისი დღევანდელი ქცევით და კლოუნადით. ეს კარიკატურული პერსონაჟი ახლა ერის მამას, ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას შეადარო, დანაშაულია. წარსულში გვახსოვს, რომ ჟორიკა რურუასაც ადარებდნენ მერაბ კოსტავას. ვკითხულობდი, „ნაცსექტის“ კედელზე როგორ დაათრევდნენ კედლიდან კედელზე ამ სურათს. ეს არის ზუსტად დეგრადაცია, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. ყველა ადამიანი მენანება, რომელიც არასწორ გზაზე დგას, მაგრამ თავიანთი შეგნებით ეს ხალხი ფიქრობს, რომ სწორ გზაზეა და ღმერთმა მაგ სიმართლითა და სისწორით გაუმარჯოთ, - განაცხადა გიორგი გამსახურდიამ.

მისი თქმით, ზვიად გამსახურდიას მომხრეებისა და მიმდევრების სახელით სპეკულირების საშუალებას „ნაციონალურ მოძრაობას“ არ მისცემს.

„ამიტომ ვიმყოფები ზუგდიდში და ვიქნები შემდეგი დღეები, რომ მათი მხრიდან არავინ მოახდინოს მამაჩემის სახელით მანიპულირება“, - განაცხადა გიორგი გამსახურდიამ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ემანუელ მაკრონი - ევროპამ უნდა აჩვენოს, რომ აშშ-ის ვასალი არ არის
ამ დაწესებულებისგან ძალიან დავალებული ვარ, იმიტომ რომ უკვე რამდენი რეზოლუცია არის მიღებული პერსონალურად ჩემს შვილთან დაკავშირებით
სოზარ სუბარი: იმისთვის ვიბრძვით, რომ ევროპაში შევიდეთ ჩვენი ღირებულებებით - არა რაღაც უფორმო მასაში, არამედ ევროპაში, სადაც საქართველოს ექნება თავისი განსხვავებული, ძალიან მნიშვნელოვანი ხმა
კახა კალაძე: სამარცხვინო რეზოლუციით ევროპარლამენტარები მოგვიწოდებენ, უკან გავიწვიოთ კანონი, რომელიც ლგბტ პროპაგანდის აკრძალვას ითვალისწინებს, ანუ, საქართველოში ფართე ასპარეზი უნდა დავუთმოთ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის პროპაგანდას
კახა კალაძე: დიახ, ჩვენ გვჭირდება ევროპა, თუმცა არანაკლებ ვჭირდებით ევროპას, რამეთუ გვაქვს დიდი გამოცდილება აგენტოკრატიასთან ბრძოლაში
არქივი