თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ „სახალხო მოძრაობა“ 10 ოქტომბერს, თბილისში ხელისუფლებისთვის გამაფრთხილებელ აქციის გამართვას გეგმავს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
206 08 ოქტომბერი 2021, 16:56

თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ „სახალხო მოძრაობა“ 10 ოქტომბერს, თბილისში აქციის გამართვას გეგმავს. მისი თქმით, აქცია იქნება ხელისუფლებისთვის გამაფრთხილებელი.

„კვირას, 10 ოქტომბერს, 17:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე „სახალხო მოძრაობა“ ვაანონსებთ დიდ, მრავალათასიან აქციას. ვაანონსებთ გამაფრთხილებელ აქციას სავარაუდო კვლავ გაყალბებისთვის და ვადამდელი არჩევნებისთვის მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად. ეს ყველაფერი ერთად არის ქართული სახელმწიფოს ჩამოშლის საფუძველი – ყოფილი პრეზიდენტის ციხეში ყოფნა, შიმშილი, რომელიც ებრძოდა და ებრძვის რუსეთს და ის საჩუქარი, რომელიც ვლადიმერ პუტინს გაუკეთეს. ეს ადამიანი შიმშილობს, მის ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება. საფრთხე ემუქრება იმ 43 პროცენტს, რომელზეც საუბრობენ. ზუსტად იმისთვის, რომ გაყალბება არ მოხდეს, მღელვარე რუსთაველი უნდა დაინახოს რუსეთმა, ისეთი, როგორიც 20 ივნისს ვაჩვენეთ. სირცხვილია, რომ რუსეთზე მომუშავე პრეზიდენტი მოვაკვლევინოთ ოსტატურად რუსეთზე მომუშავე ხელისუფლებას“, – განაცხადა ჩარკვიანმა.

როგორც თაკო ჩარკვიანმა აღნიშნა, აქცია 14 ოქტომბერსაც გაიმართება.

„ქართველმა ხალხმა თავისი სიტყვა უნდა თქვას. ქალბატონებს მინდა მივმართო, ახლა უნდა ვივაჟკაცოთ. ძალიან საინტერესო სიტყვა არსებობს ქართულ ენაში – დედაკაცი. ორსქესიანობას კი არ ნიშნავს, ეს ძლიერ ქალბატონს ნიშნავს და ვიცი, საქართველოში ძლიერი ქალბატონები არსებობენ. ამ ძლიერ ქალბატონებს ველოდები, ვისაც შეიძლება, სულაც არ მოსწონდათ და ფანები არ იყვნენ ყოფილი პრეზიდენტის, მაგრამ რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი პრეზიდენტი დღეს შიმშილობს, ცუდ პირობებშია და უნდა ვივაჟკაცოთ ჩვენი მიტაცებული სახელმწიფოს დასაბრუნებლად. 10-ში დავიწყებთ და მივატანთ 14-მდე“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

ამასთან, მისივე განმარტებით, „სახალხო მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ აქციას არ შეუერთდებიან „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ლელო“ და „ევროპული საქართველო“ და აღნიშნა, რომ ეს მათი პრობლემაა.

„დღეს მე მოვისმინე სამწუხარო ამბავი, როდესაც დაჭერილია ადამიანი, პოლიტიკოსებმა გლობალურად უნდა განაზოგადონ, რომ ეს შენი ქვეყნის სირცხვილია. სამწუხაროდ, პარტიებისგან, რომელთა არსებობასაც ვეღარ ვნახავთ, დღეს სამწუხარო განცხადება მოვისმინე „სტრატეგია აღმაშენებლისგან“, „ლელოსგან“ და „ევროპული საქართველოსგან“, რომ ისინი არ მიიღებენ 14-ის აქციაში მონაწილეობას. მათი პრობლემაა, ეს ხალხის პრობლემა ვერ გახდება. მათაც ჰყავთ ამომრჩეველი და ისინი სახალხო სიტყვას იტყვიან. საკუთარ თავებს შეუშლიან ხელს, ხალხი მიტაცებულ სახელმწიფოს დაიბრუნებს“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დიმიტრი ხუნდაძე: „ქართული ოცნებისგან“ გამოყოფის შემდეგ „ხალხის ძალის“ მიერ წამოჭრილმა თემებმა გვაჩვენა, რომ დრო სიმართლის სასარგებლოდ მუშაობს
დიმიტრი ხუნდაძე: საქართველოს არა მხოლოდ დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების მიზანი აქვს, არამედ - აფხაზებისა და ოსებისაც. წინააღმდეგ შემთხვევაში, უფრო მეტად დავცილდებით ერთმანეთს
Moody’s-მა ლიბერთი ბანკის გრძელვადიანი პერსპექტივა სტაბილურამდე გააუმჯობესა
გია აბაშიძე: სალომე ზურაბიშვილი შეხვდა ცესკოს, არასამთავრობოების, ევროკავშირის საელჩოს წარმომადგენლებს და თვალთმაქცურად "მოითხოვა" უცხოეთში დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნა - "ნაცების" დღის წესრიგის მიხედვით ცდილობს, სახელმწიფო ინსტიტუტებს ჩრდილი მიაყენოს
ირაკლი კობახიძე - ბატონ ბიძინა ივანიშვილთან რეგულარული კომუნიკაცია მაქვს, არსებითად ეს არის სატელეფონო საუბარი - ის, როგორც საპატიო თავმჯდომარე, როგორც პარტიის მთავარი პოლიტიკური მრჩეველი, პოლიტიკურ პროცესებში ჩართულია
არქივი