ადვოკატი სააკაშვილის შიმშილობაზე: თაფლიანი წყლის მიღება შიმშილობის ერთ-ერთი ფორმაა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
231 09 ოქტომბერი 2021, 13:20

საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაია განმარტავს, რომ თაფლიანი წყლის მიღება შიმშილობის ერთ-ერთი ფორმაა.

„ძალიან კარგად ვიცით, რომ მიშა სააკაშვილი შიმშილობს. ეს არ ყოფილა მშრალი შიმშილობა. რაც შეეხება პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ამ საკითხზე მიშასთან კომუნიკაცია არ მქონია. ჩვენ ის მოვინახულეთ პარასკევს და განცხადება გავრცელდა გვიან ღამით. მექნება კომუნიკაცია მიშასთან და დავაზუსტებ. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციაც სრულად მოდის შესაბამისობაში იმ საკითხთან, რომ მიშა შიმშილობს, რადგან არსებობს შიმშილობის რამდენიმე ტიპი - მათ შორის მშრალი შიმშილობა და სითხეების მიღებით შიმშილობა. თუ თაფლის გახსნა ხდება სითხეში, ესეც შიმშილობის ერთ-ერთი სახეა, უბრალოდ, ამ შემთხვევაში შიმშილობა უფრო გრძელვადიანია, ვიდრე მშრალი შიმშილობისას ან მხოლოდ წყალზე შიმშილობისას. თუმცა, ეს საკითხები მე მასთან უნდა დავაზუსტო, მხოლოდ პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით საზოგადოება შეცდომაში რომ არ შევიყვანო“, - განაცხადა ბასილაიამ.

მიხეილ სააკაშვილ ციხეში შიმშილობა გამოაცხადა. ადვოკატები აცხადებენ, რომ სააკაშვილმა 12 კილოგრამი დაიკლო, თუმცა შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს. სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი ნიკა ცხვარაშვილის თქმით კი, მიხეილ სააკაშვილმა თაფლის და ნატურალური წვენის მიღება დაიწყო.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საქართველოს მსოფლიო კულინარიის ვარსკვლავი ჯეიმი ოლივერი სტუმრობს
კორუფციულ საქმესთან მეუღლის შესაძლო კავშირის გამო, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა საჯარო მოვალეობების შესრულება შეიჩერა
ევროპარლამენტში, 25 აპრილს, საქართველოში “უცხოური აგენტების” კანონპროექტთან დაკავშირებით, რეზოლუციაზე კენჭისყრა გაიმართება.
მეუფე ზენონი - კანონპროექტის შინაარსი და წარმოდგენილი სარეგისტრაციო ფორმულირება ქმნის მოქალაქეთა და არასამთავრობო ორგანიზაციების, ინსტიტუციების (მათ შორის ეკლესიის) სტიგმატიზირების საფრთხეს
კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები ევროპის მოედნისკენ მიემართებიან
არქივი