სააკაშვილის მიერ განხორციელებულ ვიზიტებზე (4-5 იანვარს გერმანიაში და 6 იანვარს ავსტრიაში) სამართლებრივი დასაბუთება არ არსებობს, შესაბამისად აუდიტი მიიჩნევს, რომ თანხები არამიზნობრივად გაიხარჯა - რას წერდა ლაშა თორდია სააკაშვილის ხარჯებზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
210 13 ოქტომბერი 2021, 15:02
აუდიტის დასკვნის თანახმად დგინდება, რომ ყოფილ პრეზიდენტს ძალოვანი უწყებები სულაც არ ედავებიან მხოლოდ პიჯაკების ყიდვას და ეს საქმეც ნაციონალური მოძრაობის მხრიდან, სწორედ იმის გამო შეიფუთა ე.წ ,,პიჯაკების საქმეთ’’, რომ საზოგადოებაში რეალური დანაშაულის მიზეზები დაეფარათ, თუმცა რეალობა განსხვავებულია, რასაც აუდიტის დასკვნაც ადასტურებს.
დასკვნის თანახმად დგინდება, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, დროის ერთსა და იმავე მონაკვეთში, სხვადასხვა ქვეყნის სასტუმროებში ათი ათასობით ლარს ხარჯავდა. საქმეში არსებული დოკუმენტების თანახმად, სააკაშვილს ძვირადღირებულ ვოიაჟებში ხშირად თან ახლდა საკუთარი თანაგუნდელები და მასთან დაახლოებული პირები.
მიხეილ სააკაშვილის მიმართ ჯერ კიდევ არსებითი განხილვის ეტაპზეა სისხლის სამართლის საქმე, რომელიც ბიუჯეტიდან 8 მილიონ ლარზე მეტის არამიზნობრივ ხარჯვას ეხება. ამ საქმის მთავარი მტკიცებულება აუდიტის დასკვნაა, რომელიც სხვა ხარჯებთან ერთად ყოფილი პრეზიდენტის უცხოურ ვოიაჟებს ასახავს. ექს-პრეზიდენტი 2009 წლის 8-10 იანვარს ვიზიტით იმყოფებოდა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, სადაც დელეგაციის წევრებად ახლდნენ დავით ბაქრაძე, თემურ იაკობაშვილი, ეკა ტყეშელაშვილი, თემურ ჯანაშია, გიგა ბოკერია, რაფაელ გლუქსმანი, ნიკა ყიფშიძე და ალანა გაგლოევა.
მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური ვიზიტი მხოლოდ 8-10 იანვარს იყო განსაზღვრული, პრეზიდენტი 4-5 იანვარს გერმანიას, 6 იანვარს ავსტრიას, 7-დან 10 იანვრამდე, ისევ გერმანიას და 11-13 იანვარს ბათუმს სტუმრობდა.
ანუ, პრეზიდენტის განკარგულების შესაბამისად, ოფიციალური სამუშაო ვიზიტი, განსაზღვრულია მხოლოდ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში (8-10 იანვარი), ხოლო დანარჩენ თარიღებში სააკაშვილის მიერ განხორციელებულ ვიზიტებზე (4-5 იანვარს გერმანიაში და 6 იანვარს ავსტრიაში) სამართლებრივი დასაბუთება არ არსებობს, შესაბამისად აუდიტი მიიჩნევს, რომ თანხები არამიზნობრივად გაიხარჯა. ამავე დასკვნაში ვკითხულობთ, რომ 2010 წლის 3 იანვრიდან 12 იანვრამდე - ავსტრიის ქალაქ ჰინტერგლემის სასტუმრო „MARTEN”-ში ანაზღაურებულია პრეზიდენტის მეუღლის, მისი სიმამრის და შვილების განთავსების ხარჯები. გარდა ამისა, 3 იანვრიდან 7 იანვრის ჩათვლით ავსტრიული სატრანსპორტო კომპანიის მიერ 3 სატრანსპორტო საშუალებით მომსახურების მიმღებად და 8-12 იანვარს 2 სატრანსპორტო საშუალებით მომსახურების მიმღებად დაფიქსირებულია საქართველოს საელჩო, ხოლო აღნიშნული მომსახურების ღირებულება 47,315 ლარი (19,405 ევრო) ანაზღაურებულია დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ. სულ ამ პერიოდში აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში ბიუჯეტიდან ანაზღაურებულმა ხარჯმა 117 ათას ლარს გადააჭარბა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვაქვს ხალხის სახელით საუბრის მანდატი, ეს მანდატი მოგვენიჭა საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად 2020 წელს, როდესაც მივიღეთ 48% საპარლამენტო არჩევნებში მას შემდეგ ჩვენი რეიტინგი გაზრდილია და აჭარბებს 60%-ს
სოზარ სუბარი: ჩვენ გვჭირდება კონსტიტუციით განვამტკიცოთ ქართველობა, ჩვენი ეროვნულობა
ირაკლი კობახიძე: როდესაც მმართველ გუნდს აქვს 60%-ზე მეტი რეიტინგი და 10-15%-იანი სუბიექტები საუბრობენ ქართველი ხალხის სახელით, ამ დროს მგონი მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ჩვენი მხარდამჭერების მოსაზრება
ნინო ფოჩხუა ფონდ „ქართუს“ ქველმოქმედებაზე: ბიძინა ივანიშვილს დიდი პატივისცემა და მადლობა ქართველი ხალხისგან
ვიოლა ფონ კრამონი - რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ სანქციები მათ წინააღმდეგ, ვისაც სურს, საქართველო რუსული მოდელის მიხედვით გარდაქმნას - „ქართული ოცნება“ ვერ გაგვასულელებს
არქივი