მიხეილ სარჯველაძე - მიხეილ სააკაშვილის საპატიმროში ყოფნის პერიოდში, იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციური სამსახურს მისამართით რამე საყვედური, ექსპრეზიდენტის უფლებების დარღვევის კუთხით, არ არსებობს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
213 13 ოქტომბერი 2021, 22:24

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის  მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის საპატიმროში ყოფნის პერიოდში, იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციური სამსახურს მისამართით რამე საყვედური, ექსპრეზიდენტის უფლებების დარღვევის კუთხით, არ არსებობს.

„ამ დროისთვის სწორად ეს იყო ჩვენი ჩვენი შეხვედრის მიზანი, რომ შევთანხმებულიყავით იმ მექანიზმებზე, რითაც ეს გაკონტროლდება. ამ მონაცემებით, საფუძველს ვერ ვხედავ საიმისოდ, რომ რაიმე ბრალდება იქნას წაყენებული, ან რაიმე საყვედური იქნას თქმული პენიტენციური სამსახურის და იუსტიციის სამინისტროს მიმართ. ყველა სტანდარტი და უფლება, რომელიც არის მოქმედი კანონდებლობით და თანამედროვე სტანდარტით გათვალისწინებული, დაცულია და რაიმე საპირისპიროს დასაბუთების საფუძველი ობიექტურად არ მოიპოვება.

მომავალშიც გაგრძელდება და სწორად ამაზე შევთანხმდით, რა ფორმატით ვიმუშავებთ და როგორ იქნება ინფორმაციის მონაცვლეობა საიმისოდ, რომ გამორიცხული იყოს ყოველგვარი სპეკულაცია.

პერსონალური მონაცემები ზოგადად, ეს არის სტანდარტი, ყველას ევალება, რომ დაცული იყოს. შესაბამისად, ამ კუთხითაც გვქონდა საუბარი. გვაქვს რეალური გეგმა იმასთან დაკავშირებით, როგორ მოხდება სამომავლოდ პრევენცია ასეთი სამართლებრივი დარღვევების“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლასთან დაკავშირებით, იუსტიციის მინისტრი პარლამენტის წევრებს, ჯანდაცვის მინისტრს და სახალხო დამცველს შეხვდა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე გზა გადაკეტეს
სუს-ი - რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს 3 მოქალაქე თავისუფალია და ისინი ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან
კანონპროექტი, რომელსაც პარლამენტში კენჭი უყარეს, არ აახლოებს საქართველოს ევროკავშირთან, არამედ პირიქით, იმედგაცრუებული ვართ, რომ მთავრობამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო
სოზარ სუბარი გამჭვირვალობის კანონპროექტზე: ვინც განხილვაში შემოვა, ის ვერაფრით დაამტკიცებს, რატომ არ სჭირდება ეს კანონი საქართველოს
დავით ქართველიშვილი: აშშ-ში, Black Lives Matter-ის მოძრაობის დროს, სამართალდამცველებმა 19 კაცი მოკლეს, ასობით დაასახიჩრეს და 14 000 დააკავეს, ჩვენ კი ადმინისტრაციული წესით დაკავებულ 11 პირზე გველაპარაკებიან აღშფოთებითა და შეშფოთებით
არქივი