თათია მოლაშვილი - სულხანი მეშვიდე საპყრობილეში 20 დღე იყო მშიერ-მწყურვალი, 4 კვადრატულ მეტრ საკანში, არც ნათურა ჰქონდა, არც საჰაერო და საპირფარეშოში წყალი ჩაედინებოდა 24 საათის განმავლობაში, სააკაშვილის მოთხოვნა იყო, რომ გაუსაძლის მდგომარეობაში ყოფილიყო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
298 13 ოქტომბერი 2021, 23:55

სულხან მოლაშვილი იყო მეშვიდე საპყრობილეში, 4 კვადრატულ მეტრ საკანში, არც ნათურა ჰქონდა, არც საჰაერო და საპირფარეშოში წყალი ჩაედინებოდა 24 საათის განმავლობაში, - ამის შესახებ ყოფილი პოლიტპატიმრის, კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, სულხან მოლაშვილის მეუღლემ, თათია მოლაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც მათ ადვოკატმა მეშვიდე საპყრობილეში სულხანის გადაყვანის ამბავი შეატყობინა, მეორე დღეს მის მამამთილს სადილი გაატანა მასთან, მაგრამ უკან დაუბრუნეს.

„შემომითვალეს, მას არ ეკუთვნის არც სადილი და არც წვენი და არც წყალიო. 20 დღე მშიერ-მწყურვალი იყო სულხანი, მიუხედავად იმისა, რომ შიმშილობა არ გამოუცხადებია და ეს იყო იძულებითი. ერთხელ ერთ-ერთ პატიმართან რომ შევიდა საკვები, სულხანსაც მიაწოდეს თურმე საჭმელი. ბადრაგმა მიუსწრო და პირიდან გადმოაყრევინა  საკვები. 

 მის საკანთან მუდმივად იმყოფებოდა ბადრაგი, მაგრამ რადგან შუქი არ ჰქონდა, პატიმარმა, ვინც საკვები მიაწოდა, ის ვერ შენიშნა. ეს ყველაფერი სააკაშვილის მოთხოვნა იყო, რომ სულხანი უნდა ყოფილიყო გაუსაძლის მდგომარეობაში. არავინ იცის, რა წამალს უკეთებდნენ და რა ხდებოდა მის თავს, რადგან ჩვენ წელიწადი და სამი თვე ის არ გვინახავს. შემდეგ მოგვცეს ნება, რომ თვეში ერთხელ მხოლოდ ორი ზრდასრული და ორი არასრულწლოვანი უნდა შესულიყო მასთან. რიგ-რიგობით შემყავდა ბავშვები და ასევე, რიგ-რიგობით შევდიოდით უფროსებიც. სულხანს სატელეფონო ზარის უფლება მხოლოდ მას შემდეგ მისცეს, რაც პატიმრობა მიუსაჯეს და ისიც ლიმიტირებული იყო“, - განაცხადა თათია მოლაშვილმა.

მისი თქმით, ფოტოები, როლებიც სულხანის წამების კვალს ასახავდა, პირველად მაია ნიკოლეიშვილმა გამოიტანა. 

"უკვე დასამალი აღარ ჰქონდათ. ნანა კაკაბაძე იყო შესული მე-5-ში და  ნანამ აიძულა, ათქმევინა, რომ ნაწამები იყო. სწორედ ამის გამო მოხვდა მე-7-ში. 

მაია ნიკოლეიშვილმა გამოიტანა ფოტოები და დამიბარა სადღაც სანაპიროზე, რომ ვინმეს არ დაენახა. გადმომცა ფოტოები და კარგად გამოიყურებაო მეუბნება. დავხედე და ქალბატონო მაია, ამაზე მეუბნებით რომ კარგად გამოიყურება-თქო?! განახევრებული იყო, ერთ თვეში. ეს ფიზიკური ძალადობის კვალი და მთელი 9 წელი იყო ფსიქოლოგიური ზეწოლა. ბურჯანაძე იყო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, 2008-ში და პატრიარქის შუამდგომლობით გაანთავისუფლეს. მაგრამ ამით არ დამთავრებულა, ისეთი პირობები შეუქმნეს, რომ საფრანგეთში მოუწია წასვლა“, - განაცხადა თათია მოლაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი