სარეკლამო ადგილი - 1
976 x 90
შალვა პაპუაშვილი - ადამიანს ჩადენილი აქვს დანაშაულები, ორთან დაკავშირებით არსებობს სამი ინსტანციის გადაწყვეტილება, მეტიც, გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით არსებობს სტრასბურგის გადაწყვეტილება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
9 14 ოქტომბერი 2021, 23:52

მიხეილ სააკაშვილი არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ციხეში ვიღაც შიმშილობს და ალბათ, არც ბოლო იქნება. ამ კუთხით პენიტენციურ სისტემას აქვს გამოცდილება, როგორ უნდა მოხდეს მოშიმშილე პატიმართან ურთიერთობა, მათ შორის სამედიცინო დაკვირვება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, სხვადასხვა მიზეზით პატიმრები შესაძლოა, პროტესტს აცხადებდნენ, თუმცა ეს რამე რისკს სიცოცხლისთვის არ შეიცავს, რადგან არსებობს შესაბამისი პროტოკოლები და შესაბამისი გამოცდილება, რომელიც აქვს პენიტენციურ დაწესებულებას.

„საქმე არის მარტივად, ადამიანს ჩადენილი აქვს დანაშაულები, ორ საკითხთან დაკავშირებით არსებობს სამი ინსტანციის გადაწყვეტილება. მეტიც გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით არსებობს სტრასბურგის გადაწყვეტილება, რომელმაც ზუსტად იგივე თქვა, რაც ქართულმა სასამართლომ. სტრასბურგის სასამართლო პირდაპირ დაადო ხელი სააკაშვილს. თუ ვინმეს ეჭვი ეპარება და არ უნდა ქართული სასამართლოსი დაიჯეროს და ამბობენ,   პოლიტიზირებულიაო, სტრასბურგის სასამართლოც პოლიტიზირებულია?! არის განაჩენები და კეთილი უნდა ინებოს ყოფილმა პრეზიდენტმაც და ეს სასჯელი მოიხადოს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კახა კალაძე - ყოველწლიურად გვექნება გათვალისწინებული ათეულობით მილიონი ლარი იმისთვის, რომ დავიწყოთ ყველაზე ავარიული სახლების ჩანაცვლება ახალი ბინებით, საბჭოთა ძველი არქიტექტურა ჩანაცვლდება ახალი, თანამედროვე არქიტექტურით
კახა კალაძე - მე, როგორც ერთი რიგითი პოლიტიკოსი, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, მერობის კანდიდატი, მზად ვარ გადავდგა კონკრეტული ნაბიჯები იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე ეს პოლარიზება ნელ-ნელა დავასრულოთ
კახა კალაძე - მეორე ტურში კიდევ უფრო მეტი შემართებით ვართ, მეტად მობილიზებულები და დარწმუნებული ვარ, თბილისის მოსახლეობის უმრავლესობა მხარს დაუჭერს ქალაქის განვითარებას, სიმშვიდეს, სტაბილურობას და აღმშენებლობას
სააკაშვილის პირადი ექიმი - სააკაშვილი თანახმაა კონსილიუმზე, თანახმაა ტესტებზე, წამლებზე. განწყობა აქვს ძალიან მხნე
აშშ-ის თავდაცვის უწყება - საქართველოში ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და თავდაცვის მინისტრ ჯუანშენ ბურჭულაძეს შეხვდება.
არქივი