აშშ-ის თავდაცვის უწყება - საქართველოში ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და თავდაცვის მინისტრ ჯუანშენ ბურჭულაძეს შეხვდება.
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
32 15 ოქტომბერი 2021, 23:40

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და თავდაცვის მინისტრ ჯუანშენ ბურჭულაძეს შეხვდება. ამის შესახებ ნათქვამია შეერთებული შტატების თავდაცვის უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

„საქართველოში თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და თავდაცვის მინისტრ ჯუანშენ ბურჭულაძეს შეხვდება, რათა დაადასტუროს აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, აგრეთვე ხაზი გაუსვას აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების გამოწვევების მოგვარებაში. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ლიდერები აგრეთვე განიხილავენ უსაფრთხოების საკითხზე ორმხრივ თანამშრომლობას და წაახალისებენ რეგიონულ თანამშრომლობას შავ ზღვაში“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

პენტაგონის ცნობით, აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი მიმდინარე კვირის ბოლოს საზღვარგარეთ მიემგზავრება, რათა საქართველოს, უკრაინასა და რუმინეთს ეწვიოს, აგრეთვე მონაწილეობა მიიღოს ბელგიაში გასამართ ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალში.

პენტაგონის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს მის ევროპელ კოლეგებსა და პარტნიორებს შავი ზღვის კრიტიკულ რეგიონში რუსეთის მხრიდან დესტაბილიზაციისკენ მიმართული მოქმედებების საპასუხოდ.

„თავდაცვის მდივანი ელის შეხვედრებს კოლეგებთან და სხვა მაღალჩინოსნებთან, რათა გააძლიეროს შეერთებული შტატების ვალდებულება უსაფრთხო, სტაბილური და აყვავებულ ევროპასთან დაკავშირებით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი