სააკაშვილის პირადი ექიმი - სააკაშვილი თანახმაა კონსილიუმზე, თანახმაა ტესტებზე, წამლებზე. განწყობა აქვს ძალიან მხნე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
180 15 ოქტომბერი 2021, 23:43

სააკაშვილი თანახმაა კონსილიუმზე, თანახმაა ტესტებზე, წამლებზე, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ პენიტენციურ დაწესებულებაში სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანის საჭიროება ჯერჯერობით არ არსებობს.

„ხუთი დღე ველოდებოდი და როგორც იქნა ვნახე. ბოლოს რომ ვნახე, ახლა უარეს მდგომარეობას მოველოდი, მაგრამ მინდა, გითხრათ, რომ თურმე ძალიან მაგარი ორგანიზმი აქვს, მოლოდინს გადააჭარბა. სააკაშვილი თანახმაა კონსილიუმზე, თანახმაა ტესტებზე, წამლებზე. განწყობა აქვს ძალიან მხნე. კარგა ხანს მელაპარაკებოდა გუშინდელ აქციაზე. საავადმყოფოში გადაყვანის საჭიროება ჯერჯერობით არ არის, მაგრამ საუბედუროდ, ეს მომენტიც დადგება. არ უნდა დავივიწყოთ ერთი რამ, ეს არის პოლიტიკური შიმშილი, პოლიტიკური აქტი“, – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

ნიკოლოზ ყიფშიძემ ასევე აღნიშნა, რომ როგორც სააკაშვილმა მას უთხრა, შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს.

„პრეზიდენტმა მითხრა, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეწყვეტს შიმშილობას და ბოლომდე იბრძოლებს. თქვა, რომ ძალიან გაუხარდა გუშინდელი დღე. მიაჩნია, ძალიან დიდი, საინტერესო, კარგი აქცია იყო“, – აღნიშნა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

კითხვაზე, რატომ დაინიშნა სამშაბათი დღე ანალიზების ჩასატარებლად, ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა, რომ ეს სამინისტროს პრეროგატივაა.

„ვერ გეტყვით, ეს სამინისტროს პრეროგატივაა. წინა ანალიზი გაკეთდა ორი-სამი დღის წინ, ასე რომ, არაუშავს“, – განაცხადა ყიფშიძემ.

ჟურნალისტებთან საუბრისას ნიკოლოზ ყიფშიძემ ასევე განაცხადა, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მონახულებას ხვალაც აპირებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მაია ნიკოლეიშვილი: ვვარაუდობ, რომ აქციას შეუერთდება ის პროფესურა, რომელიც ამ კანონთან კავშირში არ არის, მაგრამ მათი განწყობები დიდი ხანია, ასეთია
ბექა ოდიშარია „იმედის“ თანამშრომლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე: რამდენი ხანია არ მინახავს ჩემი შვილების და ჩემი შვილების მეგობრების თაობის გასაოცარი აგრესია
მიხეილ სააკაშვილი - საქართველოში არ უნდა დარჩეს დასახლებული პუნქტი, სადაც არ გავაერთიანებთ ძალებს და არ შევქმნით უსამართლობისადმი დაუმორჩილებლობის საერთო ცენტრს
რესპუბლიკის მოედანზე ქალთა ორგანიზაცია აქციას მართავს
ედიშერ გვენეტაძე “გამჭვირვალობის კანონის” მოწინააღმდეგეებზე - აშკარაა "ქურდებს თავზე, ქუდები ეწვით", ამიტომაც არიან ასე ორკესტრირებულად აღრიალებულნი და დასახმარებლად უხმობენ თავიანთ დამფინანსებელ მამებს
არქივი