ვლადიმერ ბოჟაძე - რადიკალური ოპოზიციის მცდელობების მიუხედავად, შეარყოს ჩვენი სახელმწიფოს საერთაშორისო იმიჯი, საქართველო დემოკრატიის განვითარების გზაზე წინსვლას განაგრძობს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
200 25 ნოემბერი 2021, 13:06
რადიკალური ოპოზიციის მცდელობების მიუხედავად, შეარყოს ჩვენი სახელმწიფოს საერთაშორისო იმიჯი, საქართველო დემოკრატიის განვითარების გზაზე წინსვლას განაგრძობს! დემოკრატიის გრძელვადიანი გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოს დემოკრატიების საუკეთესო ხუთეულშია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მომავალი დემოკრატიული განვითარების გზაზე - ასე ეხმიანება თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე მსოფლიო წამყვანი კვლევითი ცენტრის „დემოკრატიის ვარიაციები“ კვლევას, რომლის თანახმად, საქართველოს განსაკუთრებულად გაუმჯობესებული აქვს შემდეგი მაჩვენებლები: გამოხატვის თავისუფლება (freedom of expression); თავისუფლება წამებისგან  (freedom from torture).

როგორც ვლადიმერ ბოჟაძე აღნიშნავს, სწორედ ის ფაქტი, რომ საქართველო ,,ქართული ოცნების" ხელისუფლების მოსვლის შემდეგ მყარად ადგას დემოკრატიული განვითარების გზას გახდა დემოკრატიის სამიტზე მიწვევის საფუძველი.

„რადიკალური ოპოზიციის მცდელობების მიუხედავად, შეარყოს ჩვენი სახელმწიფოს საერთაშორისო იმიჯი, საქართველო დემოკრატიის განვითარების გზაზე წინსვლას განაგრძობს! დემოკრატიის გრძელვადიანი გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოს დემოკრატიების საუკეთესო ხუთეულშია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მომავალი დემოკრატიული განვითარების გზაზე. სწორედ ის ფაქტი, რომ საქართველო ,,ქართული ოცნების" ხელისუფლების მოსვლის შემდეგ მყარად ადგას დემოკრატიული განვითარების გზას გახდა დემოკრატიის სამიტზე მიწვევის საფუძველი. 
Carnegie Endowment აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ დემოკრატიის სამიტზე მიწვეული ქვეყნების შესახებ პუბლიკაცია გამოაქვეყნა. მასალაში მიწვეული ქვეყნები თავისუფლებისა და დემოკრატიის ხარისხის მიხედვით არის შეფასებული და საუბარია, რა ნიშნით მიიწვიეს ესა თუ ის ქვეყანა 9-10 დეკემბერს დაგეგმილ დემოკრატიის სამიტზე.
მიწვეულ სახელმწიფოების სია მოიცავს ლიბერალურ, სუსტ დემოკრატიებსა და რამდენიმე ქვეყანას ავტორიტარული დახასიათებით, ქვეყნების შეფასება „ფრიდომ ჰაუსის“ 2021 წლის ანგარიშს ეფუძნება.

სამიტზე მიწვეულ ქვეყნებს შორის 72 „თავისუფალ“ ან სრულად დემოკრატიულ ქვეყნებად არის შეფასებული, 31 – „ნაწილობრივ თავისუფალ“, ხოლო სამი ქვეყანა – „არათავისუფალ“ სახელმწიფოდ ფასდება. „ნაწილობრივ თავისუფალ“ ქვეყნებს შორის არის საქართველო. 
საქართველო ასევე დასახელებულია მოწინავე დემოკრატიზებად ქვეყნებს შორის პროექტ „დემოკრატიის სახეობების“ (V-Dem) მიხედვით. ამავე ჯგუფში, ყველაზე დემოკრატიზებად ქვეყნებს შორის დასახელებული არიან სომხეთი, ეკვადორი და ნიგერი. სამიტზე დაპატიჟებულ სახელმწიფოებს საერთაშორისო კვლევითმა ცენტრმა - „დემოკრატიის ვარიაციები“, რომელიც ეყრდნობა მსოფლიო ბანკის გლობალური მმართველობის ინდიკატორებს, საქართველო დემოკრატიის გრძელვადიანი განვითარების მაჩვენებელში, მსოფლიო დემოკრატიების ხუთეულში გამოარჩია, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა. 
კვლევის თანახმად, რომელსაც მსოფლიოში დემოკრატიის კვლევის წამყვანი ცენტრი, ორგანიზაცია “ დემოკრატიის ვარიაციები” აქვეყნებს, საქართველოს განსაკუთრებულად გაუმჯობესებული აქვს შემდეგი მაჩვენებლები: 
- გამოხატვის თავისუფლება (freedom of expression);
- თავისუფლება წამებისგან (freedom from torture);
„კვლევაში საუბარია ორ ძალიან მნიშვნელოვან მიმართულებაზე, სადაც საქართველოს კონკრეტული ხელშესახები შედეგები აქვს. ეს არის გამოხატვის თავისუფლება და თავისუფლება წამებისგან.
კვლევის მიხედვით, საქართველო კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც დემოკრატიული სტატუსი აქვს, კერძოდ კი, “ელექტორალური დემოკრატიის” ქვეყნების ჯგუფს მიეკუთვნება“ - წერს ვლადიმერ ბოჟაძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
რა შუაში იყო საფრანგეთის პრეზიდენტი საერთოდ ვერ ვხვდები - პრეზიდენტი უჩივის თავის ქვეყნის, ხალხის ხელისუფლებას სხვა ხალხის ხელისუფლებასთან
შალვა პაპუაშვილი - გუშინ ვნახეთ, რომ სინამდვილეში აქციის ორგანიზატორი არის „ნაციონალური მოძრაობა“ და ენჯეოსექტორის ნაწილი, ფაქტობრივად, „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილია
გია ვოლსკი: საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი და ვინც დღეს გაჰყვირის, რომ ამისათვის ეროვნული ინტერესების დათმობაა აუცილებელი, სწორედ ის უნდა ვამხილოთ დასავლური კურსის დისკრედიტაციაში
19 აპრილს პარლამენტში ინტერპელაციის წესით ორი მინისტრს მოუსმენენ
სავალდებულო გენდერული კვოტირების გაუქმების ინიციატივას პრეზიდენტმა ვეტო დაადო და კანონპროექტი მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს უკან დაუბრუნა
არქივი