ბექა დავითულიანი: კვლევითი ცენტრის, „დემოკრატიის ვარიაციების” შეფასების მიხედვით, საქართველო რეგიონში გამორჩეული ქვეყანაა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
9 25 ნოემბერი 2021, 13:09

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ბექა დავითულიანის განცხადებით, კვლევითი ცენტრის, „დემოკრატიის ვარიაციების” შეფასების მიხედვით, საქართველო რეგიონში გამორჩეული ქვეყანაა, რომელსაც დემოკრატიული ქვეყნის სტატუსი აქვს და ელექტორალური დემოკრატიის ქვეყნების ჯგუფს განეკუთვნება.

„მსოფლიოში წამყვანი კვლევითი ცენტრის, “ დემოკრატიის ვარიაციები”-ს შეფასების მიხედვით საქართველო დემოკრატიული სტატუსის მქონე ქვეყნებს შორის დემოკრატიის გრძელვადიანი გაუმჯობესების მიხედვით მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულში მოხვდა.

განსაკუთრებული გაუმჯობესება გვაქვს:

  • freedom from torture (თავისუფლება წამებისგან)
  • freedom of expression (გამოხატვის თავისუფლება)

კვლევის მიხედვით, საქართველო რეგიონში გამორჩეული ქვეყანაა, რომელსაც დემოკრატიული ქვეყნის სტატუსი აქვს და ელექტორალური დემოკრატიის ქვეყნების ჯგუფს განეკუთვნება“, - აცხადებს დავითულიანი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი