„ევრონიუსის“ ინფორმაციით, "ინტერპოლის" ახალ პრეზიდენტად არაბთა გაერთიანებული საამიროების გენერალი ნასერ ალ-რაისი აირჩიეს, რომელიც წამების საქმეზეა ბრალდებული
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
144 25 ნოემბერი 2021, 14:43
 „ევრონიუსის“ ინფორმაციით, "ინტერპოლის" ახალ პრეზიდენტად არაბთა გაერთიანებული საამიროების გენერალი ნასერ ალ-რაისი აირჩიეს, რომელიც წამების საქმეზეა ბრალდებული.

გენერლის წინააღმდეგ წამების შესახებ საჩივრები ბოლო თვეებში შეიტანეს საფრანგეთსა და თურქეთში, რომელიც ამ კვირაში სტამბოლში ინტერპოლის გენერალურ ასამბლეას მასპინძლობს.

მედიის ინფორმაციით, ახალი პრეზიდენტის არჩევამდე, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ორგანიზაცია უხვად დააფინანსა და აბუ დაბიმ ბოროტად გამოიყენა ინტერპოლის ეგრეთ წოდებული „წითელი შეტყობინებების“ სისტემა ძებნილი ეჭვმიტანილების მიმართ პოლიტიკური დისიდენტების დევნის მიზნით.

მედიის ცნობით, არაბთა გაერთიანებული საამიროების შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექტორი, გენერალ-მაიორი აჰმედ ნასერ ალ-რაისის სახელი დაკავშირებულია პოლიტპატიმრების წამებასთან. კრიტიკოსები შიშობენ, რომ ნასერ ალ-რაისიმ შესაძლოა, ინტერპოლის გლობალური წვდომა გამოიყენოს დევნილი დისიდენტების და თუნდაც პოლიტიკური ოპონენტების დასაკავებლად, ნაცვლად იმისა, რომ იმუშაოს ნარკოტიკების კონტრაბანდისტების, ადამიანებით მოვაჭრეების, ომის დანაშაულში ეჭვმიტანილებისა და სავარაუდო ექსტრემისტების წინააღმდეგ.

ალ-რაისის კანდიდატურას ევროპაში პროტესტი მოჰყვა. ფრანგმა დეპუტატებმა პირდაპირ მიმართეს პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, რომ საკითხში ჩაერიოს. გერმანელი დეპუტატები აცხადებენ, რომ მისი კანდიდატურა ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას. თავად ალ-რაისი ამბობს, რომ სურს, გამოიყენოს თავისი ოთხწლიანი ვადა ინტერპოლის მოდერნიზებისთვის.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვახტანგ გომელაური: შინაგან საქმეთა სამინისტრო ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის მიზნით, პარტნიორ უწყებებთან და ორგანიზაციებთან თანამშრომლობით გეგმავს და ერთვება სხვადასხვა საინფორმაციო კამპანიასა თუ აქტივობაში
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩს პაველ ჰეჩინსკის შეხვდა
შათირიშვილი: გამჭვირვალობის კანონის ინიცირება გველების ბუდესთან გოგირდის ახრჩოლებას გავდა, რადგან ეს კანონი პირდაპირ ეხება ქართველი უსამშობლო ოპოზიციის და მათ პატრონებს უცხოეთში.
მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის ახალგაზრდებთან შეხვედრას გააგრძელებს
ვახტანგ გომელაური - აქციაზე 40 პირი დავაკავეთ, მათი ნაწილი პოლიციელებს ესროდა ქვებს, ბოთლებს, ასხამდნენ საღებავებს, აყენებდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას - ძალადობრივი ქმედებების შედეგად, დაშავდა 5 პოლიციელი
არქივი