"სააკაშვილის მიმართვის გზავნილი იყო როგორც ყოველთვის, მოდი, დავამხოთ ქოცები და შემდეგ ერთმანეთში ჩვენ დავლაგდეთ"
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
157 25 ნოემბერი 2021, 16:21

ჩვენ არ ვუყვარვართ ჩვენს კოლეგა ოპოზიციონერებს. მანამდე ჩვენ ვცდილობდით მიხეილ სააკაშვილის გაცნობას და მასთან ურთიერთობის დამყარებას, მაგრამ არ ვართ ჩვენ მათთვის კომფორტულად საურთიერთო ხალხი, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ საინიციატივო ჯგუფთან დაკავშირებით სააკაშვილის მიმართვის შეფასებისას განაცხადა.

„არ მიგვიწვევენ მაგრამ ჩვენ ამის მიუხედავად მაინც წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს კოლეგებს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაში.

 სააკაშვილის მიმართვის გზავნილი იყო როგორც ყოველთვის, მოდი, დავამხოთ ქოცები და შემდეგ ერთმანეთში ჩვენ დავლაგდეთ. ამას, რაც აქამდეც იყო, არ უმუშავია, მაგრამ წარმატებებს ვუსურვებ. რევოლუციური სცენარი კი არ არის, სინამდვილეში, საუბარია რევოლუციაზე, მაგრამ არაა კონკრეტული გეგმები და ნაბიჯები, რაც ზოგადად, რევოლუციას სჭირდება. თუ არა და ისე ღაღადების ტიპის საუბრად დარჩება“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ მიმართვაში ნათქვამია, რომ უმჯობესი იქნება, მისი გათავისუფლების კამპანიაზე საინიციატივო ჯგუფმა იმუშაოს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კახა კალაძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: მსგავსი სამარცხვინო რეზოლუციები პირველ რიგში სწორედ ევროპულ ინსტიტუციებს აყენებს შეურაცხყოფას და აზიანებს მათ რეპუტაციას
კახა კალაძე: სამარცხვინო რეზოლუციით ევროპარლამენტარების სურვილია, საქართველოში ფარულად შემოედინებოდეს შავი ფული, რომელიც შემდეგ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ დესტრუქციულ ქმედებებს ხმარდება
კახა კალაძე: ვიზალიბერალიზაციის პროცესის წამოწყებას ევროკავშირის წევრი 27 წევრი ქვეყნის თანხმობა სჭირდება - ევროპულ ბიუროკრატიაში ჯერ კიდევ არიან ჯანსაღი პოლიტიკური ძალები, რომლებიც მსგავს სამარცხვინო ნაბიჯს ბიძგს არ მისცემენ
რომის პაპი: მოლაპარაკებების გზით მიღწეული მშვიდობა უკეთესია, ვიდრე გაუთავებელი ომი
კახა კალაძე: ლობიზმში ჩაფლული დეპუტატების პირით ქართველ ხალხს გვითხრეს, რომ უნდა გავათავისუფლოთ კრიმინალი სააკაშვილი, რომელმაც შექმნა წამების, რეკეტის, ჩაგვრის, გაუპატიურების სისტემა, ტერიტორიების 20% შეგნებულად ჩამოაჭრა საქართველოს
არქივი