საქართველოს მთავრობა უერთდება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან კამპანიას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
126 25 ნოემბერი 2021, 17:09

საქართველოს მთავრობა უერთდება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან კამპანიას, რომელიც ყოველწლიურად 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით აღინიშნება, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობა, როგორც ადამიანის უფლებების უხეში, დაფარული და ამავდროულად, ყველაზე გავრცელებული დარღვევა, მსოფლიოსთვის ერთ-ერთ გამოწვევას წარმოადგენს.

ქალთა უფლებების დაცვა და ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია, რაც აისახება სხვადასხვა სფეროში მიღწეულ პროგრესში.

პანდემიით გამოწვეული დაბრკოლებების მიუხედავად, სახელმწიფო განაგრძობს მუშაობას ძალადობის პრევენციის, აღმოფხვრის და მსხვერპლთა და დაზარალებულთა სათანადო რეაბილიტაციის მიმართულებით.

2021 წლის 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს კოორდინაციით სამთავრობო უწყებებისა და სამოქალაქო სექტორის აქტიური თანამშრომლობით გაიმართება საინფორმაციო ხასიათის ღონისძიებები, რომელიც ემსახურება საზოგადოების სხვადასხვა წრეების ინფორმირებას მოქმედი სამართლებრივი მექანიზმებისა და სახელმწიფო სერვისების შესახებ.

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანია მსოფლიოში 1991 წლიდან იმართება, რომელსაც მსოფლიოს 187 ქვეყანა და 5000-ზე მეტი ორგანიზაცია უერთდება. კამპანია მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე”, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე - ბატონ ბიძინა ივანიშვილთან რეგულარული კომუნიკაცია მაქვს, არსებითად ეს არის სატელეფონო საუბარი - ის, როგორც საპატიო თავმჯდომარე, როგორც პარტიის მთავარი პოლიტიკური მრჩეველი, პოლიტიკურ პროცესებში ჩართულია
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, პარტნიორი ქვეყნების ელჩებმა გამოხატეს მზაობა იმისთვის, რომ საზღვარგარეთ დამატებით საარჩევნო უბნების გახსნა გაადვილდეს
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი ჰოსპიტალიზაციის ცვლის უფროსის ყოფილი მოადგილისა და ამავე ცენტრის ჰოსპიტალიზაციის ორი ყოფილი მენეჯერის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
"კარლსრუეს“ ფეხბურთელებმა საქართველოს ნაკრებიდან დაბრუნებულ ბუდუ ზივზივაძეს ემოციური დახვედრა მოუწყვეს
მიხეილ სააკაშვილი - უცხოეთში მყოფმა ქართველებმა საარჩევნო უბნების გახსნის მოთხოვნით საქართველოს საელჩოებთან მუდმივი აქციები უნდა მოაწყონ
არქივი