ელენე გიორგაძე - მიხეილ სააკაშვილთან კრიტიკული რეჟიმი გავლილია, ვცდილობთ, ცოტა ხანში იყოს ნორმალური ფიზიოლოგიური კვება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
145 25 ნოემბერი 2021, 19:24

„საერთო ცილა ნორმის ფარგლებშია. ალუმინი არის 35, ეს ნიშნავს, რომ ზოგიერთი მაჩვენებელი უკვე მოდის ნორმაში. ყოველ დღე ჩვენს გარდა უტარდება, სხვადასხვა ექიმების კონსულტაციაც. დღეს გასინჯული იყო ოფთალმოლოგის მიერ. მკურნალობას არ საჭიროებს, როგორც გვითხრა თვალის ექიმმა და ჩანაწერი გააკეთა ხვალ უფრო დაწვრილებით მოგახსენებთ. კალორაჟიც გაფართოვდა, რაციონიც გაფართოვდა. ნელ-ნელა შემოდის სხვადასხვა პროდუქტები კვებაში. მადლობა ღმერთს, ჯერ მისი ორგანიზმი გვაძლევს ამის საშუალებას და მივდივართ მშვიდად. არანაირი გართულებები კვებასთან დაკავშირებით არ გვქონდა. კრიტიკული პერიოდი გავლილია, ახლა არის ჩვეულებრივი კვების გაფართოების რეჟიმი. ვცდილობთ, ცოტა ხანში იყოს ნორმალური ფიზიოლოგიური კვება. მე ხშირად მაქვს მასთან კომუნიკაცია. მასთან შესვლას არავინ მიზღუდავს.

კვლევები ტარდება, ყველა ანალიზი იყო დილით აღებული, შემდეგ იყო თვალის ექიმი და ყოველ დღე მოდის ნევროლოგი. რაც ჰქონდა ჰოლანდიაში გამოწერილი სათვალე ეს არის, რომელიც კითხვის დროს სჭირდება. მე ვესაუბრე თვალის ექიმს, რომელმაც მითხრა, რომ არანაირი მკურნალობა არ სჭირდება თვალის ექიმის მხრიდან, ორი თვალის ექიმი იყო. ყოველ დღე აქ ვარ გვიანობამდე, ყველაფერს ვესწრები, კვებას, ანალიზების გაკეთებას, თითოეული პროდუქტის დამატება ხდება მასთან შეთანხმებით, რადგან პირველ რიგში, მე მჭირდება, რომ გამომყვეს პაციენტი. მე, როგორც ენდოკრინოლოგი, ვარ კმაყოფილი, რასაც მე ველოდებოდი, დღესდღეობით ეს მიღებული მაქვს“, – განაცხადა ელენე გიორგაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კორუფციულ საქმესთან მეუღლის შესაძლო კავშირის გამო, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა საჯარო მოვალეობების შესრულება შეიჩერა
ევროპარლამენტში, 25 აპრილს, საქართველოში “უცხოური აგენტების” კანონპროექტთან დაკავშირებით, რეზოლუციაზე კენჭისყრა გაიმართება.
მეუფე ზენონი - კანონპროექტის შინაარსი და წარმოდგენილი სარეგისტრაციო ფორმულირება ქმნის მოქალაქეთა და არასამთავრობო ორგანიზაციების, ინსტიტუციების (მათ შორის ეკლესიის) სტიგმატიზირების საფრთხეს
კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები ევროპის მოედნისკენ მიემართებიან
აქციის მონაწილეები “ქართული ოცნების” ოფისთან მივიდნენ
არქივი