შშმ პირების ვაქცინაციის პროცესს თვალს ვადევნებთ - მინისტრი ტიკარაძე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
399 25 ნოემბერი 2021, 20:42
ჯანდაცვის მინისტრი ქალბატონი ტიკარაძე დარწმუნებულია, რომ უწყება თვალს ადევნებს შშმ პირების ვაქცინაციის პროცესს. თუმცა, ONGO საუბარში მან მხოლოდ დარწმუნება გამოხატა და დეტალებამდე არ „დაწვრილმანებულა“. შესაბამისად, ჩვენთვის უცნობი დარჩა როგორ მიდის ვაქცინაციის პროცესი და რა პრობლემებს აწყდებიან ისინი.

„ნებისმიერი ადამიანი თავისი ქრონიკული დაავადებით არის აღრიცხული ჩვენს ვებ გვერდზე და პორტალზე და ჩვენ ვფლობთ მათზე გარკვეულ ინფორმაციას. ჯანდაცვის ეროვნულ სააგენტოს გააჩნია ყველა ინფორმაცია ქრონიკული დაავადების მქონე და შშმ პირების შესახებ. ჩვენ ვადევნებთ ამას თვალყურს“ - მოგვახსენა მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ 

კლინიკებმა - მათ შორის, ინფექციური კლინიკა და ნიუს ჰოსპიტალი - ჩვენთან საუბარში განმარტეს, რომ შშმ პირების ვაქცინაციისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა გააჩნიათ. თუმცა, ისინი არ აწარმოებენ აღრიცხვას და არ იციან რამდენმა შშმ პირმა ისარგებლა მათი მომსახურებით. 

„კლინიკა არის სრულად ადაპტირებული, ვაქცინაციის მსურველი შშმ პირები იცრებიან საერთო ზონებში სხვა მსურველებთან ერთად. მათი აღრიცხვა არ ხდება ცალკეულ ბაზაში, აღირიცხებიან საერთო ბაზაში. ვაქცინაციის სივრცეში მინი რეანიმაციული განყოფილება , საჭიროების შემთხვევაში სარგებლობს ყველა ჯგუფის ადამიანი“ - განგვიმარტეს ინფექციურ საავადმყოფოში.

„გვაქვს შშმ პირებისთვის და უსინათლოებისთვის ადაპტირებული გარემო , ყველას შეუძლია მოსვლა. არ არსებობს არანაირი შეზღუდვა ამ კუთხით. რაც შეეხება მათ რაოდენობას, ინფორმაცია არ გვაქვს“ - გვითხრეს ნიუ ჰოსპიტალში. 

ჩვენი მხრივ, შევეცდებით გავარკვიოთ როგორ მიდის შშმ პირებში ვაქცინაციის აგიტაციის პროცესი და რამდენად უთმობს სახელმწიფო ყურადღებას მათ საჭიროებებს.








სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვედანტ პატელი - ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას საქართველოში, განსაკუთრებით ყურადღებით ვადევნებთ თვალს საპროტესტო აქციებს და მოვუწოდებთ ყველა მხარეს, პატივი სცენ თავისუფლებას და მშვიდობიან შეკრებას
შალვა პაპუაშვილი: მაინტერესებს NED-ს რა წარმოდგენა აქვს ქართველ ხალხზე. მიიჩნევს თუ არა თანაბრად, როდესაც ხარჯავს ფულს და ამბობს, არ გეტყვით რას ვაკეთებო
საგარეო უწყება უარყოფს, რომ გერმანიაში საქართველოს ელჩი ლევან იზორია ბუნდესტაგში დაიბარეს
საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
შალვა პაპუაშვილი: მიკვირს, რომ ამ საზოგადოებაში კიდევ არის ყოფილი კოლონიის კომპლექსი, რომელიც იყურება დიდ დედაქალაქებში და ცდილობს თვალებში ამოიკითხოს ვის რა უნდა და რა უნდა აკეთოს
არქივი