დღეს, რამდენიმე მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2022 წლის ბიუჯეტის პროექტს კენჭს უყრიან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
137 26 ნოემბერი 2021, 09:56

დღეს საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2022 წლის ბიუჯეტის პროექტს კენჭს უყრიან.

ბიუჯეტის პროექტის კენჭისყრა ბათუმის საკრებულოში 12:00 საათზეა ჩანიშნული. ოპოზიციონერი დეპუტატების შეფასებით, „ქართული ოცნება“ ცდილობს „წინა მოწვევის საკრებულოს“, სადაც მმართველ გუნდს უმრავლესობა აქვს, კანონდარღვევით მიაღებინოს მომდევნო წლის ბიუჯეტი, რომელიც უმრავლესობის ინტერესებზეა მორგებული.

მომავალი წლის ფინანსურ დოკუმენტს განიხილავენ ზუგდიდშიც. სხდომა ზუგდიდის საკრებულოში 11:00 საათზე გაიმართება. ბიუჯეტზე ასევე იმსჯელებენ მარტვილში, ჩხოროწყუსა და ა.შ.

ოპოზიციის შეფასებით, არ შეიძლება „ვადაგასულმა საკრებულოებმა, რომლებიც არ არიან უფლებამოსილი დაამტკიცონ ბიუჯეტის პროექტი“, რის გამოც კანონის ფარგლებში ხელის შეშლას აპირებენ.

ცნობისთვის, გუშინ, ბათუმის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება იყო. ოპოზიციის წევრები ბიუროს სხდომაზე მივიდნენ და საკრებულოს უმრავლესობას განუცხადეს, რომ სხდომა არალეგიტიმური იყო.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მირდატ ქადამაძე პროტესტის ნიშნად მაგიდაზე ავიდა და განსახილველი საკითხების ფურცელი დახია. ოპოზიციის წარმომადგენლები საკრებულოს შენობიდან სამართალდამცველებმა ძალის გამოყენებით გაიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ საკრებულოების ახალი შემადგენლობის უფლებამოსილება ჯერჯერობით ცნობილი არ არის, რის გამოც საქმიანობას საკრებულოების აქამდე არსებული შემადგენლობა განაგრძობს. ახლად არჩეული საკრებულოების უფლებამოსილების ცნობისთვის პირველი სხდომის თარიღი ცესკომ უნდა დანიშნოს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კორუფციულ საქმესთან მეუღლის შესაძლო კავშირის გამო, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა საჯარო მოვალეობების შესრულება შეიჩერა
ევროპარლამენტში, 25 აპრილს, საქართველოში “უცხოური აგენტების” კანონპროექტთან დაკავშირებით, რეზოლუციაზე კენჭისყრა გაიმართება.
მეუფე ზენონი - კანონპროექტის შინაარსი და წარმოდგენილი სარეგისტრაციო ფორმულირება ქმნის მოქალაქეთა და არასამთავრობო ორგანიზაციების, ინსტიტუციების (მათ შორის ეკლესიის) სტიგმატიზირების საფრთხეს
კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები ევროპის მოედნისკენ მიემართებიან
აქციის მონაწილეები “ქართული ოცნების” ოფისთან მივიდნენ
არქივი