ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ექვს პირს ბრალი წაუყენეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
150 26 ნოემბერი 2021, 10:32

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მისცეს ექვსი პირი, რომელთაგანაც სამი დაკავებულია. ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, 2019-2021 წლებში, მათი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიების სახელით, დაამზადეს და გაასაღეს ყალბი სახელფასო ცნობები, ასევე გააყალბეს სხვადასხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების დოკუმენტები მოქალაქეების მიერ ფულადი გზავნილების თითქოსდა მიღების თაობაზე, რომელთა გამოყენებითაც, საქართველოში არსებული სხვადასხვა საბანკო დაწესებულებიდან, 58 მოქალაქის მიერ, უკანონოდ მიღებულ იქნა კრედიტი, რომლის ჯამური ოდენობა მილიონ ნახევარ ლარს აღემატება.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია ასეულობით მოქალაქის სახელზე დამზადებული ყალბი დოკუმენტები, ასევე მათ დასამზადებლად გამოყენებული კომპიუტერული ტექნიკა და სხვადასხვა ორგანიზაციის ყალბი ბეჭდები.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 208-ე მუხლის პირველი და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილებით, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 6 წლამდე ვადით“, – აღნიშნავენ საგამოძიებო უწყებაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ყირგიზეთში არაკომერციული ორგანიზაციების შესახებ ახალი კანონის მიღების შემდეგ ჯორჯ სოროსის „ღია საზოგადოების ფონდმა“ ქვეყანაში საქმიანობა შეწყვიტა
შალვა პაპუაშვილი: შარშან კანონპროექტის გაწვევის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო შეთანხმება დაფინანსების გასაჯაროებაზე. ვცადეთ, ნებაყოფლობით მთავარ დონორებთან პარტნიორობა, თუმცა, ჩვენი მცდელობების მიუხედავად, მდგომარეობა გაუარესდა
შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების კომისარს: ამ კანონპროექტის სულისკვეთება და მთავარი მიზანი არის გამჭვირვალობის გაუმჯობესება, რაც ევროპის საბჭოს და ქართული დემოკრატიის ერთ-ერთ საყრდენს წარმოადგენს
ალექსანდრე ტაბატაძე თურქეთის პარლამენტის ეროვნული თავდაცვის კომიტეტის დელეგაციის წევრებს შეხვდა
კახა კალაძე - ძალიან მძიმე და სამარცხვინო ფაქტი იყო გუშინ, პარლამენტში ელისაშვილის მონაწილეობით - კიდევ უფრო მძიმე და უბედურება იყო ის განცხადებები, რაც პირდაპირ ძალადობის წახალისება იყო
არქივი