დაავადებათა კონტროლის ევროპული ცენტრი - კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონი“ მაღალი ან ძალიან მაღალი რისკის შემცველია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
181 28 ნოემბერი 2021, 13:04

კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონი“ მაღალი ან ძალიან მაღალი რისკის შემცველია, – ამის შესახებ „დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპულ ცენტრში“ (ECDC) განაცხადეს.

ორგანიზაციის ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ახალი შტამი შესაძლოა, იყოს მეტად მდგრადი ვაქცინების მიმართ და ის შეიძლება, უფრო სწრაფად გავრცელდეს.

„არის მნიშვნელოვანი სახის გაურკვევლობა, რომელიც „ომიკრონის“ შტამის გადაცემასთან, ვაქცინის ეფექტიანობასთან, ხელახალი ინფიცირების რისკთან და სხვა თვისებებთან არის დაკავშირებული“, – ნათქვამია ორგანიზაციის ინფორმაციაში.

სფეროს ექსპერტთა რეკომენდაციებით, საჭიროა: იმ ადგილებში მოგზაურობისგან თავის შეკავება, სადაც ინფექცია გამოვლინდა; კოვიდპაციენტების ტესტირების გაფართოება და კონტაქტების გამოვლენა; ასევე, ევროკავშირის ქვეყნებმა განიხილონ 40 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისთვის გამაძლიერებელი დოზის შემოღების შესაძლებლობა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მაკა ბოჭორიშვილი: ახლა უკვე, როდესაც საქართველო კანდიდატი ქვეყანაა, გარდაუვალია ევროკავშირში ინტეგრაცია, ეს არის ჩვენი მომავალი
მაკა ბოჭორიშვილი: როცა საერთაშორისო ფორმატს მარტო სააკაშვილის წერილის წასაკითხად იყენებ და ამბობ, რომ ევროინტეგრაციის ყველაზე დიდი გულშემატკივარი ხარ, არ მჯერა და არც იმ ადამიანებს სჯერათ, რომლებიც საარჩევნო ყუთთან დადგებიან
მიხეილ ყაველაშვილი: ფეხბურთის გამო დავიწყე წინა ხელისუფლებასთან ბრძოლა - 30-მდე სრულყოფილი სტადიონი გაანადგურეს
მიხეილ ყაველაშვილი: აუცილებლად დადგება იგივე სიხარულის დღე, როცა გავხდებით ევროპის და ასევე მსოფლიო ჩემპიონები
ფაიგ ნაბიევი: იფთარზე ჩვენი შეკრება იმის გამოხატულებაა, რომ ქვეყანაში ტოლერანტობა, შემწყნარებლობა და ურთიერთპატივისცემა ჩვენი ცხოვრების წესია და ამ ყველაფრის გარანტორი სახელმწიფოა
არქივი