სააკაშვილის პირადი ექიმი - წინა ორმა კომისიამ თქვა, რომ სასამართლოზე მისი დასწრება შეიძლება, არ მგონია, რამე შეიცვალოს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
159 28 ნოემბერი 2021, 15:34
გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკშვილის მოსანახულებლად მისი პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე ჩავიდა.

როგორც მან სააკაშვილის მონახულებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, შეძლებს თუ არა მიხეილ სააკაშვილი ხვალინდელ პროცესზე დასწრებას, ამას ექიმები გადაწყვეტენ.

„მე ცალკე მოვინახულებ და ალბათ, მერე შევიკრიბებით მთავარ ექიმთან ერთად. ექიმებმა უნდა დადონ დასკვნა. ჩემი აზრით, დღეს გახდება ეს დასკვნა საჯარო, მაგრამ წინა ორმა კომისიამ ხომ თქვა, მისი დასწრება შეიძლებაო. არ მგონია, რამე შეიცვალოს“, - განაცხადა ყიფშიძემ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 29 ნოემბერს არის ჩანიშნული. ამ დროისთვის უცნობია, მისცემს თუ არა პენიტენციური დაწესებულება სააკაშვილს სასამართლო სხდომაზე დასწრების შესაძლებლობას.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კორუფციულ საქმესთან მეუღლის შესაძლო კავშირის გამო, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა საჯარო მოვალეობების შესრულება შეიჩერა
ევროპარლამენტში, 25 აპრილს, საქართველოში “უცხოური აგენტების” კანონპროექტთან დაკავშირებით, რეზოლუციაზე კენჭისყრა გაიმართება.
მეუფე ზენონი - კანონპროექტის შინაარსი და წარმოდგენილი სარეგისტრაციო ფორმულირება ქმნის მოქალაქეთა და არასამთავრობო ორგანიზაციების, ინსტიტუციების (მათ შორის ეკლესიის) სტიგმატიზირების საფრთხეს
კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები ევროპის მოედნისკენ მიემართებიან
აქციის მონაწილეები “ქართული ოცნების” ოფისთან მივიდნენ
არქივი