ვინდა, რომ სიმდიდრე, რომელიც თბილისს გააჩნია, იყოს სრულად მოწესრიგებული და ასე გადავცეთ ჩვენს მომავალ თაობას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
141 07 დეკემბერი 2021, 17:09

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მერიამ ძველ თბილისში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა და ამ მიმართულებით, მუშაობას მომდევნო წლებშიც აქტიურად განაგრძობს. ამის შესახებ მან დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

მისი თქმით, ძველ თბილისში დაგეგმილია ისეთი მასშტაბური პროექტები, როგორებიცაა, გორგასალის ქუჩაზე ბულვარის მოწყობა, ნარიყალას ციხისა და ბარათაშვილის გალავნის რეაბილიტაცია.

„რა თქმა უნდა, ძველი თბილისი ქალაქის სავიზიტო ბარათია და ამ კუთხით, მასშტაბური პროექტების განხორციელებას ვაპირებთ. გეგმაშია გორგასალის ქუჩაზე ავტომაგისტრალის მიწის ქვეშ განთავსება და ბულვარის ცხრა ჰა ტერიტორიაზე გაშენება. ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ნარიყალას ციხეს, ბარათაშვილის გალავანს, სულხან-საბასა და ინგოროყვას ქუჩებს; ჩუღურეთში, განახლდება აღმაშენებლის გამზირის მიმდებარე ბაღები. ეს გაზრდის თბილისის ტურისტულ პოტენციალს, გააძვირებს მოქალაქეების კუთვნილ ქონებას, გაზრდის მათ შემოსავლებს და ამავდროულად, ძველ თბილისში გააუმჯობესებს ეკოლოგიურ მდგომარეობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, მისივე თქმით, სიმდიდრე, რომელიც დედაქალაქს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სახით გააჩნია, სრულად მოწესრიგებული და რეაბილიტირებული იქნება.

„მეამაყება, რომ ჩვენ ვართ ის ადამიანები, ვინც შეძლო ორბელიანის მოედნის განახლება-რეაბილიტაცია თავისი მიმდებარე ქუჩებით; გუდიაშვილის მოედანი, რომელიც დარწმუნებული ვარ, იქნება ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი და მიზიდულობის ცენტრი ჩვენი ქალაქისთვის. ჩვენ ამაზე გაჩერებას არ ვაპირებ და გვინდა, რომ ეს სიმდიდრე, რომელიც თბილისს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სახით გააჩნია, იყოს რეაბილიტირებული, მოწესრიგებული და ასე გადავცეთ ჩვენს შვილებს, მომავალ თაობას“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის, მერის მოადგილეების, საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებისა და გამგებლების დამტკიცების საკითხზე მსჯელობენ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი ღარიბაშვილი: მინდა მადლობა გადავუხადო ვახტანგ გომელაურს და მთლიანად, ჩვენს საამაყო პოლიციას, რომლებმაც ძალიან მაგრად, ღირსეულად მართეს პროცესები
ირაკლი ღარიბაშვილი: „ქართული ოცნება“ ნიშნავს მშვიდობასა და სტაბილურობას - მიხეილ სააკაშვილი, „ნაციონალური მოძრაობა“ ნიშნავს ომს, ნგრევასა და უბედურებას
ირაკლი ღარიბაშვილი 6 ოპოზიციური პარტიის გეგმაზე: დღეს ქვეყანას მართავს ჩვენი ხელისუფლება, „ქართული ოცნება“. არჩევნები იქნება სულ რაღაც 6 თვეში. კეთილი ინებონ და მოემზადონ არჩევნებისთვის
ირაკლი ღარიბაშვილი: მინდა მადლობა გადავუხადო ვახტანგ გომელაურს და მთლიანად, ჩვენს საამაყო პოლიციას, რომლებმაც ძალიან მაგრად, ღირსეულად მართეს პროცესები
ირაკლი ღარიბაშვილი - მსოფლიოში რთული ვითარებაა და ჩვენ დროს ვხარჯავთ შიდა კინკლაობაზე, იცოდეთ, არ დავუშვებთ არავითარ დესტაბილიზაციას, ვინმეს თუ პოზიციის გამოხატვა სურს, კანონის ფარგლებში გამოხატოს
არქივი