როდესაც ადამიანების უფლებებზე ვსაუბრობთ, მაქსიმალისტი ვარ... კიდევ უფრო მაქსიმალისტი ვარ როდესაც საქმე შშმ პირთა უფლებებს ეხება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
607 09 დეკემბერი 2021, 23:52


გახდება თუ არა საქართველო თანამედროვე სახელმწიფო, ეს არა მხოლოდ კონსტიტუციის შინაარსზე ან სახელისუფლო შტოების შორის ბალანსზეა დამოკიდებული. აქ წითელი ხაზი ადამიანის უფლებებზე გადის. ყველა ჯგუფის ინტერესები და საჭიროებები გათვლილი, გათვალისწინებული და დაცული უნდა იყოს, მათ შორის რა თქმა უნდა შშმ პირების.

საქართველო უკვე შეუერთდა გაეროს კონვენციას და გარკვეული ვალდებულებებიც აიღო. რა პროცესშია შშმ პირების უფლებებისა და ინტერესების დაცვის პროცესი, ამ თემაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, რატი იონათამიშვილი გვესაუბრა.

_ ბატონო რატი, თქვენი აზრით რა უნდა გაკეთდეს კანონმდებლობის დონეზე იმისთვის რომ შშმ პირების ინტერესები და საჭიროებები კიდევ უფრო მეტად იყოს დაცული და უზრუნველყოფილი ? ქვეყანას ვალდებულება აქვს აღებული გაეროსთან, შესაბამისად რამდენად სრულდება შშმ პირთა უფლებების კონვენცია?


_ ამ ეტაპზე ყველა საკანონმდებლო ცვლილება, რაც აუცილებელი იყო კონვენციასთან ჰარმონიზაციისთვის მიღებულია და ეს პროცესი დასრულებულია. ასე რომ,  საქართველოში საკმაოდ მაღალი სტანდარტი შემოვიდა. პროცესი ძალიან პოზიტიურად იქნა შეფასებული, მაგალითად, აშშ -ის საელჩოს, დიდი ბრიტანეთის საელჩოებისა და სხვა ჩვენი საერთაშორისო  პარტნიორების მხრიდან. მათ შორის, რა თქმა უნდა, გაეროს წარმომადგენლობის მხრიდანაც.

ახლა ჩვენთვის მთავარია ამ კანონით ნაკისრი  ვალდებულებების იმპლემენტაცია მოხდეს ეფექტურად. ეს არის ჩვენი მთავარი გამოწვევა.

კანონი უკვე პრაქტიკაში მუშაობს.

მაგალითად, გაჩნდა სპეციალური მოსარჩელეს სტატუსის დაწესების საშუალება. ეს ინსტიტუტი უკვე წარმატებით მუშაობს ქართულ სასამართლოებში. მთავარი მიზანი ამ მხრივ არის შშმ პირებს, ასევე მათ წარმომადგენელ ორგანიზაციებსა და უფლებადამცველებს გავუმარტივოთ სასამართლოში საქმეების მოგება. ასევე მოსამართლეებს გავუმარტივოთ სამართლიანი გადაწყვეტილებების მიღება.


  • ჩვენ მივიღეთ ახალი კანონი, რომელმაც დაანგრია უსამართლობის კედელი და შშმ პირები აღჭურვა ადვოკატირების ეფექტური მექანიზმებით. ერთი წლისთავზე ჩვენ ვხედავთ ამის შედეგებს;
  • მოვახდინეთ UNCRPD-ის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება, რითაც საქართველო შეუერთდა იმ პროგრესული სახელმწიფოების რიგებს, სადაც შშმ პირთა უფლებები უმაღლესი საერთაშორისო გარანტიებით არის დაცული;
  • დავამტკიცეთ ახალი „მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტები“, რომელიც ეფუძნება „უნივერსალური დიზაინი“ პრინციპებსა და კონცეფციას

არსებობს გარდამავალი დებულებებიც, რაც უნდა შესრულდეს. ყველაზე მეტად ეს ეხება სოციალურ მოდელზე გადასვლას. აქ ჩვენ განსაკუთრებული სიფხიზლე გვმართებს .


_ დასაქმება რჩება ერთ-ერთ მთავარ პრობლემად... რამდენად ახერხებენ შშმ პირები ადაპტაციას - როგორ ეხმარება ხელისუფლება მათ დასაქმებაში და რა პროგრამები მუშაობს მათთვის?

_ შშმ პირებმა კი არ უნდა შეძლონ ადაპტაცია , სახელმწიფო არის ვალდებული შექმნას თანაბარი  პირობები . რაც შეეხება თანაბარი პირობების შექმნას და დასაქმების საკითხის მოგვარებას ცხადია როცა ჩვენ ვლაპარაკობთ თანაბარ პირობებზე მთავარი მიზანი ამ შემთხვევაში არის დასაქმება ანუ ის რომ შშმ პირები იყვნენ გადასახადის გადამხდელები და არა სახელმწიფო შემწეობაზე მცხოვრები ადამიანები.

ეს არის კომპლექსური საკითხი, რომელიც დაკავშირებულია როგორც გარემოს მისაწვდომობასთან, ასევე ინკლუზიური განათლების მისაწვდომობასთან, პროფესიული განათლების გაზრდასთან... ფაქტობრივად, სოციალურ მოდელზე გადასვლა, საბოლოო ჯამში, არის გზა დასაქმებისკენ.

მისაწვდომობის დარეგულირების მიმართულებით ჩვენ  მნიშვნელოვანი ნაბიჯები უკვე გადავდგით. ახალი სტანდარტები პროფილურ ორგანიზაციებთან შეთანხმებით იქნა მიღებული.

ახლა ეროვნული გეგმის შემუშავებაზე ვმუშაობთ. სწრაფი პროგრესი გვაქვს ეს არ არის საკითხი რომლის ერთი ხელის მოსმით გადაწყვეტა შეიძლება, მაგრამ ეს არის ვალდებულება რომელიც ჩვენ თანმიმდევრულად უნდა შევასრულოთ

_ ხომ არ გაქვთ ინფორმაცია, ბოლო წლის დაახლოებითი სტატისტიკა, დასაქმებულებთან დაკავშირებით ?

_ სტატისტიკაც მთავარ გამოწვევად რჩება. სტატისტიკა რომელიც დღეს გვაქვს, ვფიქრობ, ცდომილების ძალიან დიდ რისკებს შეიცავს, ეს ცალკე საკითხია, რომელიც გადაჭრას საჭიროებს.

აქაც გამოსავალი სოციალურ მოდელზე გადასვლაა. ამჯერად მხოლოდ  სამედიცინო მოდელი მოქმედებს, რაც სტატისტიკის ზუსტ მონაცემებს ვერ იძლევა. გარდამავალ პერიოდში, ვფიქრობ, უფრო თანამედროვე მეთოდოლოგიები არის დასანერგი უფრო მეტი სიზუსტისთვის.

_ გადაადგილების პრობლემასთან დაკავშირებით , რა პრობლემები რჩება , იმიტომ რომ ყველგან არ არის შესაბამისი გარემო

_ სწორედ ეს ვიგულისხმე მისაწვდომობის სტანდარტების შემუშავებაზე საუბრისას. ეს ვალდებულება კონვენციითაც გვაქვს აღიარებული და კანონებშიც გვაქვს გაწერილი. პრობლემის არსებობა ნიშნავს დისკრიმინაციას შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით. ამ საკითხის დარეგულირებას შშმ პირები დიდი ხანია ითხოვდნენ.

თუმცა, ამ პრობლემას ერთი ხელის მოსმით ვერ გადავჭრით. აუცილებელია გვქონდეს თანმიმდევრული გეგმა. ზუსტად ამიტომ   ვმუშაობთ ეროვნულ გეგმაზე. ახალი უნივერსალური  დიზაინის პრინციპების გათვალისწინებით დავამტკიცეთ მისაწვდომობის  ეროვნული სტანდარტები.

მნიშვნელოვანია, რომ შშმ პირებისთვის ინფრასტრუქტურაც მისაწვდომი ხდება. დღეს კანონი საკმაოდ მკაცრ რეგულაციებს აწესებს, რაც სტანდარტის დარღვევის შემთხვევაში დაჯარიმებას გულისხმობს.

_ მეტნაკლებად ვისაუბრეთ თუმცა ბოლოს რისი შეცვლაა აუცილებელი შშმ პირთა მდგომარეობის შესამსუბუქებლად ?

_ ყველაზე მარტივი და ეფექტური გზა ეს არის ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში თავად შეზღუდული შესაძლებლობის პირთა ან მათი წარმომადგენელი ორგანიზაციების.

_  დასაწყისში ვისაუბრეთ თუმცა, კონკრეტულად რა პროგრამა უნდა ამუშავდეს ამ ადამიანებისთვის ცხოვრების გასაუმჯობესებლად?

_  გარდა იმ საკითხებისა რაზეც ვისაუბრე  ეს არის კანონმდებლობის აღსრულება. ეს არის ახალი საკანონმდებლო რეგულაციები როგორც ეროვნულ დონეზე ასევე სხვადასხვა სახელისუფლებო შტოების ჩართულობით.

ვგულისხმობ როგორც აღმასრულებელ ხელისუფლებას, ასევე თვითმმართველობებს, საქართველოს პარლამენტთან ერთად და მისაწვდომობას ქართულ სასამართლოებზე.

მისაწვდომობის მხრივ ხაზი მინდა გავუსვა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის შექმნას, რომელიც სულ ახლახან პრემიერთან შეიქმნა. ეს გაამარტივებს როგორც შშმ პირთა ჩართულობის პროცესს, ისე გაზრდის სწრაფი და სწორი გადაწყვეტილების მიღებას.  

_ რა ვადებში შეიძლება ახალი რეგულაციებისა და მექანიზმების ამუშავება?

_ როდესაც ადამიანების უფლებებზე ვსაუბრობთ, მე ვარ მაქსიმალისტი და კიდევ უფრო მაქსიმალისტი ვარ როდესაც საქმე შშმ პირთა უფლებებს ეხება.

2024 წელს ჩვენ კონკრეტული შედეგები უნდა გვქონდეს.  


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მეუფე შიო - ვეცადოთ, სინანულითა და მარხვით განვიწმინდოთ ჩვენი ცოდვები და ეს მარხვა ყოფილიყოს ჩვენთვის ნამდვილი სულიერი გაზაფხული
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ პუტინი, შესაძლოა, ჩართული იყო ნავალნის სიკვდილში
მამუკა მდინარაძე აშშ-ზე - თუკი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი არც სავაჭრო ურთიერთობაში მოგყვება, არც ფრენებს გიხსნის და არც ვიზებს გაძლევს შენ მოქალაქეებზე, აქ თამამად უნდა დასვა ეს საკითხები
ირაკლი კობახიძემ მთავრობის წევრებთან ერთად, ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს და მის დელეგაციას ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა
მამუკა მდინარაძე: „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთ ყველაზე თაღლითურ შტოს, ხაზარაძის პარტიას დავალებული ჰქონდა ცესკოს ხელში ჩაგდება, რისთვისაც იგეგმებოდა თავდასხმა ცესკოს თავმჯდომარეზე
არქივი