ჩემს გარშემო ვინც არიან შშმ პირები, ყველა მათგანი აცრილია - გიგა სოფრომაძე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
451 20 დეკემბერი 2021, 23:45


როგორ ხდება თბილისი თანამედროვე, რამდენად პასუხობს ის შშმ პირების გამოწვევებს, რა სირთულეებს აწყდებიან ისინი და რა იგეგმება მომავალში. ჩვენს შეკითხვებს თბილისის მერის შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელი მდივანი გიგა სოფრომაძე პასუხობს. 


_ როგორ ფიქრობთ, რა რჩება მთავარ გამოწვევად დღეს შშმ  პირებისთვის არა მხოლოდ თბილისში გადაადგილების თვალსაზრისით, არამედ სრულფასოვან მოქალაქედ აღქმადობის თვალსაზრისით...

მთავარი გამოწვევა არის ინფრასტრუქტურა, რომელიც არ არის ჯერ კიდევ მორგებული შშმ პირთა საჭიროებებზე, ტრანსპორტის სრული ადაპტირება არ არის ყველა მუნიციპალიტეტში. ასევე არის გაჩერებები, რომლებიც არ არის  ადაპტირებული და ართულებს იმ უკვე ადაპტირებული  საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობას. ასევე ქუჩების მისაწვდმობას, რომელიც არის სერიოზული პრობლემა. იგივე ვრცელდება შენობა-ნაგებობებზე იქნება ეს სახელმწიფო უწყებები, საგანმანათლებლო დაწესებულებები, კერძო ორგანიზაციების უწყებები. ადაპტირება მაინც ყყველაზე დიდი გამოწვევაა.

_ შშმ პირები ამბობენ, რომ მიწისქვეშა ლიფტებით სარგებლობა, ხშირ შემთხვევაში , შეუძლებელია, ეთანხმებით მათ შეფასებას? ზოგჯერ მეც მინახავს, მაგალითად, ფილარმონიასთან, ვერ უსარგებლიათ ლიფტით...

_ ნუ, ვეთანხმები ეს ფაქტობრივი მოცემულობაა, ამის უარყოფა არც კი შეიძლება.  რეალური  პრობლემა გვაქვს ამ ნაწილში - ამწე პლატფორმები არის დაყენებული იქ გადაადგილებისთვის, თუმცა სამწუხაროდ ხშირად ხდება მისი დაზიანება სხვადასხვა ვანდალური ფაქტების შედეგად. ანუ საზოგადოების ცნობიერებიდან გამომიდინარე. სწორ დანიშნულებას ვერ ხედავენ ამ ლიფტების და ხდება დაზიანება განსაკუთრებით ბავშვების მიერ. ფილარმონიასთან 55-ე სკოლა არის და იქ ხშირად ხდება დაზიანება - ბავშვები ჯგუფურად ეკიდებიან, იმაზე მეტნი დგებიან,  ვიდრე თვითამწეობა აქვს ამ პლატფორმას, შესაბამისად, ხდება დაზიანება.
 
_ როგორ უყურებთ შშმ პირებისთვის ასისტენტის ინსტიტუტის არსებობას თუ მიდის ამ იდეაზე საუბარი? 

_  პერსონალური ასისტენტის პროგრამა არის უმთავრესი პროგრამა, ვფიქრობ,  ეს აქამდეც უნდა ყოფილიყო საქართველოში შშმ პირთა  ცხოვრების დონის   გაუმჯობესების და დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად. 

ჩვენ თბილისის მერიამ და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის  ერთ-ერთი ქვეპროგრამის ფარგლებში დავაფინანსეთ წინა წელს პერსონალური ასისტენტის პროგრამა, 2019 წელს მიმდინარეობდა საპილოტე, უკვე 2020-21 წლებში ის კანონში იქნა შეტანილი, რომ სახელმწიფო ვალდებულია შექმნას პერსონალური ასისტენტის სერვისი.  ჩვენ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ სერვისის სტანდარტის შექმნაზე, რომელიც, ვფიქრობ, მალე დასრულდება. 

წინა კვირასაც გვქონდა სამუშაო შეხვედრა ამ საკითხზე  და როგორც კი ჯანდაცვის სამინისტრო დაასრულებს პროგრამის შექმნას და დაამტკიცებს პროგრამას მუნიციპალიტეტები  დავიწყებთ უკვე მის განხორციელებას. 

წინასაარჩევნო პროგრამაშიც არაერთხელ იქნა  გაჟღერებული პერსონალური ასისტენტის პროგრამა, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში 2024-25 წლებში ის აუცილებლად ამოქმედდება. კანონის მოთხოვნის თანახმად, 2025 წელს ეს  მზად უნდა იყოს და მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა ამოქმედდეს. 2023-24 წლებში ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა დაამტკიცოს სტანდარტი კანონის მიხედვით და 2024-25 წლებში დაიწყოს მერე მუნიციპალიტეტებმა განხორციელება, მაგრამ ჯადაცვის  სამინისტრო აკეთებს წინსწრებით ანუ არ ელოდებიან ამ ვადების გასვლას და ჩვენც შესაბამისად როგორც კი საშუალება იქნება ვეცდებით რომ ვადაზე ადრე დავიწყოთ განხორციელება.
 
_ როგორ აისახა შშმ პირების საჭიროებები და ინტერესები თბილისის 2022 წლის ბიუჯეტში.

_ ასახვა ასე ვთქვათ მოხდა ჩაართულობით. რა თქმა უნდა, საბჭო მუშაობდა ამ მიმართულებით  და ჩვენ არაერთი შეხვედრა გვქონია იმ პროგრამებზე და პროექტებზე, რომელიც არის პრიორიტეტული და რომელიც უნდა განხორციელდეს 2022 და თუნდაც მომდევნო წლებში. 

ამასთანავე   ჩვენ 2021 წელს მივიღეთ თბილისის შშმ პირთა თანაბარ შესაძლებლობათა უზრუნველყოფის 2021-24 წლების სამოქმედო გეგმა და ეს გეგმა შემუშავდა თავად შშმ პირების  უპრეცედენტო ჩართულობით იმიტომ რომ გეგმის ფასილიტატორი ჯგუფი იყო არასამთავრობო ორგანიზაცია,  დამფინანსებელი იყო ფონდ ღია საზოგადოება. საკითხები, რომლებიც  შესულია ამ სამოქმედო გეგმაში, ინიცირებულია თავიდან ბოლომდე შშმ პირთა თემის მიერ და  მერე უკვე ჩვენ  მათთან ერთად დავამუშავეთ და რაღაც სრულყოფაში მოვიყვანეთ, ფორმა მიცევით ამ საკითხებს იმგვარი რომ შესრულებადი ყოფილიყო და  უკვე ეს ვალდებლება არის საკრებულომ დაამტკიცა და  თბილისის მერიისთვის უკვე სავალდებულოდ შესასრულებელია და შესაბამისად ამ პუნქტების, ამ გეგმით გათვალისწინებული პუნქტების შესრულებაც დაიწყება და ბიუჯეტიც შესაბამისად ექნება მორგებული.

_ შემთხვევით ხომ არ იცით როგორ მიმდინარეობს ვაქცინაცია შშმ პირებში.

_ ვადევნებ თვალყურს ამ საკითხს. ნუ ეხლა ზუსტი სტატისტიკა  ნამდვილად არა მაქვს, თუმცა, მეტწილად მაინც  დადებითი დამოკიდებულება არის მშობლების მხრიდან. თავად მეც შშმ პირი ვარ და აცრილი ვარ. ჩემს გარშემო ვინც არიან შშმ პირები, აქტიური ადამიანები რომ ქვიათ, საზოგადოებაში გამოდიან და ცნობადობა აქვთ, ყველა მათგანი, როგორც ვიცი, აცრილია. ასევე შშმ ბავშვების მშობლებიც  არიან მოტივირებულები, რომ აცრან ბავშვები და დაიცვან ვირუსისაგან, თუმცა სკეპტიკური დამოკიდებულებაც სამწუხაროდ ბევრ მშობელში არის. 

_ ეს, ალბათ,  მშობლების დამოკიდებულებების მხრიდან არის ალბათ განპირობებული.

_  დიახ მშობლების დამოკიდებულებების მხრიდან, ჩვენ არაერთ ჯგუფში ვართ გაწევრიანებული,რომელიც სოციაურ ქსელში არის შექმნილი,  რომ თემთან ჰქონდეს აქტიური კავშირი და ერთ-ერთი ასეთი ძლიერი ჯგუფი არის შშმ ბავშვთა მშობლების ჯგუფი, სადაც 5 000-მდე   შშმ ბავშვის მშობელია გაწევრიანებული მთელი ქვეყნის მასშტაბით და იქ მიმდინარეობს ხოლმე დისკუსია სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის ვაქცინაციის  თემაზეც, აზრთა სხვადასხვაობა არის, რა თქმა უნდა. ისე საგრძნობად მაღალი არის იმ ადამიანების რიცხვი რომელიც ემხრობიან ვაქციაციას.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე - ძალიან მიხარია, რომ ახალი მთავრობის საქმიანობის პირველივე თვე აღინიშნა მაღალი ეკონომიკური ზრდით, გვაქვს იმედი, რომ ამ ტენდენციას შევინარჩუნებთ
ირაკლი კობახიძე - დისკუსია იყო ძალიან საინტერესო, ძალიან ღირებულია ის რჩევები, რომლებიც მივიღეთ სტუდენტებისგან, ამ რჩევებს აუცილებლად გავითვალისწინებთ
ირაკლი კობახიძე - ხაზარაძე, მელია, გვარამია და სხვები ოფიციალურად მხილებული არიან დანაშაულში, როცა ასეთები გამოთქვამენ პოლიტიკაში ყოფნის პრეტენზიას, ხალხი წარმატების შანსს ვერ მისცემს
ძალადობას, მუქარასა და იძულებაში ბრალდებული სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფროსი ინსპექტორი დააკავეს
პრეზიდენტი არჩევნებში დიასპორის მონაწილეობაზე - მნიშვნელოვანი ხარვეზია, რომ საგარეო არ მონაწილეობს შეხვედრებში, უარს ამბობს და პასუხისმგებლობას იხსნის, რაც გაუგებარია
არქივი