მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის მე-100 დღესთან დაკავშირებით რუსთავის ციხესთან აქცია გაიმართება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
45 08 იანვარი 2022, 13:57

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის მე-100 დღესთან დაკავშირებით აქცია გაიმართება. 

რუსთავის ციხესთან სააკაშვილის მხარდამჭერები და სამოქალაქო აქტივისტები შეიკრიბებიან. 

მათი მთავარი მოთხოვნა ექსპრეზიდენტის გათავისუფლება იქნება.

აქცია 15:00 საათზე დაიწყება. 

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი გასული წლის პირველ ოქტომბერს დააკავეს. იგი ამჟამად რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი