საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ყაზახეთში განვითარებულ მოვლენებს twitter-ზე ეხმაურება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
39 08 იანვარი 2022, 21:05
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ყაზახეთში განვითარებულ მოვლენებს twitter-ზე ეხმაურება.

„ყაზახეთში არსებული მდგომარეობით ღრმად შეშფოთებული ვარ. ვგმობ ძალადობას, რომელიც ვიხილეთ და სწრაფი დეესკალაციის იმედი მაქვს. მოქალაქეების უფლებები და უსაფრთხოება დაცული უნდა იყოს. ჩვენ ყველას გვჭირდება გლობალური სტაბილურობა და მშვიდობისა და უსაფრთხოების გაძლიერება", - წერს სალომე ზურაბიშვილი twitter-ზე.

შეგახსენებთ, რომ ყაზახეთის ხელისუფლებამ 4 იანვარს თხევადი აირის ფასის მნიშვნელოვანი ზრდის შესახებ განაცხადა, რასაც ქვეყანაში საპროტესტო აქციები მოჰყვა. მასშტაბური დემონსტრაციების ფონზე ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა მთავრობის გადადგომის გადაწყვეტილებას მოაწერა ხელი. ამის მიუხედავად ქვეყანაში საპროტესტო აქციები არ შეჩერებულა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი