პარლამენტი ბადრი ჯაფარიძისთვოს უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს განიხილავს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
155 12 იანვარი 2022, 19:48

დეპუტატ ბადრი ჯაფარიძის მიმართ გამოტანილი სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, შესაძლოა, მისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი გახდეს.

აღნიშნულ საკითხზე პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი იმსჯელებს.

საქართველოს კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით, პარლამენტის წევრს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება, თუ იგი კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ. ასეთ შემთხვევაში პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 15 დღის ვადაში გამოითხოვს განაჩენს და დაუყოვნებლივ ამზადებს შესაბამის დასკვნას.

„როცა სასამართლოს დეპუტატის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოაქვს, უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი დგება. კანონში ასე წერია. ჩვენ, რა თქმა უნდა, საკითხს განვიხილავთ და დასკვნას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გავიტანთ. ამის შემდეგ გადაწყვეტილების მიღება პარლამენტის პრეროგატივაა", - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა. 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი