ვლადიმერ ბოჟაძე - "თაღლითები" - მათ მთელი საქართველო ასე იცნობდა, დღეიდან კი სასამართლოს განჩინებით ,,ხანდაზმული თაღლითები" გახდნენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
204 12 იანვარი 2022, 20:43
თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას ხაზარაძე - ჯაფარიძის საქმეზე სოციალურ ქსელში ეხმიანება - ვერ შემდგარი პოლიტიკოსები და ვერ შემდგარი ,,პოლიტპატიმრები" გახარებულები არიან ფულის გათეთრება ვერ დაგვიმტკიცდაო, სამაგიეროდ დამტკიცდა, რომ თაღლითები არიან, თანაც უკვე ხანდაზმულები. 

„ვერ შემდგარი პოლიტიკოსები და ვერ შემდგარი ,,პოლიტპატიმრები" გახარებულები არიან ფულის გათეთრება ვერ დაგვიმტკიცდაო, სამაგიეროდ დამტკიცდა რომ თაღლითები არიან, თანაც უკვე ხანდაზმულები. დიახ, დღეს სწორედ ეს ითქვა სასამართლოს განაჩენით. ამ საქმეს პოლიტიკას უკავშირებდნენ და ესეც თაღლითობა აღმოჩნდა, რადგან საქმე მანამდე აღიძრა სანამ ხაზარაძე-ჯაფარიძე თავს პოლიტიკას შეაფარებდნენ! "თაღლითები" - მათ მთელი საქართველო ასე იცნობდა, დღეიდან კი სასამართლოს განჩინებით ,,ხანდაზმული თაღლითები" გახდნენ!“ - წერს ბოჟაძე facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი