ბადრი ჯაფარიძე - „ოცნების“ ლიდერებისგან სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე კატეგორიული განცხადება არ მომისმენია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
152 13 იანვარი 2022, 15:05
ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, „ქართულ ოცნებისგან“ სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე კატეგორიული განცხადებები ჯერ არ მოუსმენია.

ჯაფარიძის თქმით, მისთვის მანდატის მოხსნის საკითხს თუ განიხილავს „ქართული ოცნება“, ეს შეფასებული იქნება, როგორც პოლიტიკური დევნის ახალი ტალღის მცდელობა.

„გუშინ, ჩვენ გაგვამართლეს იმ ბრალთან დაკავშირებით, რომელიც სამი წელია წაყენებული გვაქვს, გუშინ რაღაც ახალი ბრალი გამოჩნდა. რაც შეეხება ჩემთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას, „ქართული ოცნების“ ლიდერების შეფასებას ვუსმინე, ისინი ამბობენ, რომ ამ თემას განიხილავენ, შეაფასებენ. მათგან რაიმე კატეგორიული განცხადება არ მომისმენია. თუ იქნება ამ მიმართულებით რაიმე მოძრაობა, ეს შეფასებული იქნება, როგორც მცდელობა პოლიტიკური დევნის ახალი ტალღის. ჯერჯერობით „ქართული ოცნების“ მხრიდან ამ საკითხზე კატეგორიული განცხადება არ მომისმენია“,- განაცხადა ჯაფარიძემ.

ფრაქცია „ლელოს“ თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე იმსჯელებს. ამის საფუძველი იქნება კონსტიტუციის 39-ე მუხლში არსებული ჩანაწერი, სადაც აღნიშნულია, რომ პარლამენტის წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ იგი კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მაკა ბოჭორიშვილი: ახლა უკვე, როდესაც საქართველო კანდიდატი ქვეყანაა, გარდაუვალია ევროკავშირში ინტეგრაცია, ეს არის ჩვენი მომავალი
მაკა ბოჭორიშვილი: როცა საერთაშორისო ფორმატს მარტო სააკაშვილის წერილის წასაკითხად იყენებ და ამბობ, რომ ევროინტეგრაციის ყველაზე დიდი გულშემატკივარი ხარ, არ მჯერა და არც იმ ადამიანებს სჯერათ, რომლებიც საარჩევნო ყუთთან დადგებიან
მიხეილ ყაველაშვილი: ფეხბურთის გამო დავიწყე წინა ხელისუფლებასთან ბრძოლა - 30-მდე სრულყოფილი სტადიონი გაანადგურეს
მიხეილ ყაველაშვილი: აუცილებლად დადგება იგივე სიხარულის დღე, როცა გავხდებით ევროპის და ასევე მსოფლიო ჩემპიონები
ფაიგ ნაბიევი: იფთარზე ჩვენი შეკრება იმის გამოხატულებაა, რომ ქვეყანაში ტოლერანტობა, შემწყნარებლობა და ურთიერთპატივისცემა ჩვენი ცხოვრების წესია და ამ ყველაფრის გარანტორი სახელმწიფოა
არქივი