"როდესაც შესაძლებელია და სხვა ქვეყნები აკეთებენ ამას, რომ სიკვდილის მიზეზად კოვიდი არ დაიწეროს, მაინც მივდივართ მაქსიმალურად პატიოსანი გზით და სიკვდილის მიზეზად იწერება კოვიდი"
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
143 14 იანვარი 2022, 19:37

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვალების სტატისტიკა არ ყალბდება.

როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, თუკი სხვა ქვეყნები აკეთებენ იმას, რომ სიკვდილის მიზეზად კოვიდი არ დაიწეროს, საქართველოში „პატიოსანი გზით მიდიან“ და სიკვდილის მიზეზად იწერება კოვიდი.

„კითხვა იყო სიკვდილობის შესახებ, რომ თითქოს ვიღაცას ეჭვი შეეპარა, რომ შეიძლება საქართველოდან გადაცემული მონაცემები სიკვდილობის შესახებ ყალბდება, თუ სწორად გავიგე. ვნახეთ მსოფლიოს უძლიერესი საერთაშორისო, ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუცია „ჰელთ მეთერი“, ის პირდაპირ ანიჭებს რეიტინგებს ქვეყნებს, თუ რამდენად გამჭვირვალე და სარწმუნოა მათ მიერ მიწოდებული ინფორმაცია კოვიდგარდაცვალების თაობაზე. საქართველოს მინიჭებული აქვს „ჰელთ მეთერისგან“ „ეკონომისტის“ ინდექსი 1,01. ეს ნიშნავს იმას, რომ თითქმის ასპროცენტიანია საქართველოს მიერ მიწოდებული ინფორმაციის სარწმუნოება და გამჭვირვალობა. ეს არის ყველაზე მაღალი რეიტინგი ევროპასა და მსოფლიოში, ევროპის რამდენიმე ქვეყანას აქვს ასეთი დაბალი ინდექსი. რაც უფრო დაბალია ინდექსი, ის უფრო ახლოს არის 100%-თან. ინგლისსა და მხოლოდ რამდენიმე ქვეყანას აქვს მინიჭებული საქართველოს ტოლი ინდექსი. ძალიან კარგად იცით, რომ არანაირად, ერთი შემთხვევაც კი არ ყალბდება სიკვდილობის გადაცემის. ვინ გვაპატიებს ამას, როდესაც ამდენი დაინტერესებული პირია ჩასაფრებული. პირიქით გეტყვით, ზოგჯერ, სწორედ იმიტომ, რომ ვინმემ ბრალი არ დადოს არაგამჭვირვალობაში, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც შესაძლებელია და სხვა ქვეყნები აკეთებენ ამას, რომ სიკვდილის მიზეზად კოვიდი არ დაიწეროს, მაინც მივდივართ მაქსიმალურად პატიოსანი გზით და სიკვდილის მიზეზად იწერება კოვიდი", - აცხადებს ცერცვაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
იტალიაში, ყაჩაღობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს
ბაკურიანში, თოვლის მასაში მოყოლილი პირის ძებნა-შველის ოპერაცია გრძელდება
მაკა ბოჭორიშვილი: ახლა უკვე, როდესაც საქართველო კანდიდატი ქვეყანაა, გარდაუვალია ევროკავშირში ინტეგრაცია, ეს არის ჩვენი მომავალი
მაკა ბოჭორიშვილი: როცა საერთაშორისო ფორმატს მარტო სააკაშვილის წერილის წასაკითხად იყენებ და ამბობ, რომ ევროინტეგრაციის ყველაზე დიდი გულშემატკივარი ხარ, არ მჯერა და არც იმ ადამიანებს სჯერათ, რომლებიც საარჩევნო ყუთთან დადგებიან
მიხეილ ყაველაშვილი: ფეხბურთის გამო დავიწყე წინა ხელისუფლებასთან ბრძოლა - 30-მდე სრულყოფილი სტადიონი გაანადგურეს
არქივი