იენს სტოლტენბერგი - 2008 წელს გადავწყვიტეთ, რომ უკრაინა და საქართველო გახდებიან ნატო-ს წევრები, მაგრამ კონკრეტული დრო არ გვითქვამს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
157 14 იანვარი 2022, 19:44

2008 წელს ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ უკრაინა და საქართველო გახდებიან ნატო-ს წევრები, მაგრამ კონკრეტული დრო არ გვითქვამს, – ამის შესახებ განცხადება ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გამოცემა „ლა რეპუბლიკასთან“ ინტერვიუში გააკეთა.

„უკრაინამ უკვე მოგვმართა გაწევრიანების თხოვნით და ჩვენ ამაზე ვმუშაობთ. მხარს ვუჭერთ რეფორმების პროცესს, ვეხმარებით ჯარის მოდერნიზაციაში, რომ მან უპასუხოს ნატო-ს სტანდარტებს. 2008 წელს ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ უკრაინა და საქართველო გახდებიან ნატო-ს წევრები, მაგრამ არ გვითქვამს, კონკრეტულად როდის“, – განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.

სტოლტენბერგის თქმით, ალიანსი ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის დათმობის ხარჯზე კომპრომისზე არ წავა.

იენს სტოლტენბერგმა მიმდინარე კვირაში რუსეთთან გამართული მოლაპარაკებების პროცესზეც ისაუბრა. ალიანსის გენერალური მდივნის თქმით, მოლაპარაკების პროცესი საკმაოდ რთული იყო და ის რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა. სტოლტენბერგის განცხადებით, ორივე მხარემ ისაუბრა საკუთარი შეშფოთების მიზეზებზე. ალიანსის გენერალური მდივნის თქმით, რუსეთთან ამ ფორმატში შეხვედრა ბოლო ორი წლის განმავლობაში პირველად გაიმართა, რაც მისი შეფასებით, მნიშვნელოვანია არსებული სიტუაციის გათვალისწინებით.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მამუკა მდინარაძე აქციის მონაწილეებზე: სლოგანიც კი შეცვალეს „ენა, მამული და ერთობათი“, რაც ამტკიცებს, რომ ამ ტექსტის შემადგენლების დარტყმის ობიექტი არის სარწმუნოება, რომელიც ქართული იდენტობის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია
მამუკა მდინარაძე ახალგაზრდებზე, რომლებიც აქციას მართავენ: წაიკითხონ კანონი და თუ რამეს რუსულს აღმოაჩენენ, ერთი არგუმენტი გვითხრან. ამაზე ვიმსჯელებთ ძალიან სერიოზულად
ირაკლი ღარიბაშვილი: თუ იმ დროისთვის, როცა ქვეყანა იქნება მზად და გვეტყვიან, რომ ხვალვე გახდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ძალიან მარტივად შეიძლება გამჭვირვალობის კანონის გაუქმება, გადახედვა, შეცვლა, ახლის მიღება
მამუკა მდინარაძე ჟურნალისტს: ამიტომ ვეხვეწებით ყველას, რომელიც რაღაცას აპროტესტებს, ჯერ კანონპროექტი წაიკითხოს. თქვენც კი წაკითხული არ გაქვთ, რადგან ფარას კანონი და ლობისტების კანონი ერთი და იგივე გგონიათ
დიმიტრი ხუნდაძე: იმ ფულის გამჭვირვალობაა საჭირო, რომელიც აურზაურის და დესტაბილიზაციის დასაფინანსებლად იგზავნება საქართველოში
არქივი