ჯანდაცვის მინისტრი და პირველი მოადგილე კლინიკების წარმომადგენლებსა და ჯანდაცვის ექსპერტებს შეხვდნენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
151 14 იანვარი 2022, 20:25

ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი და ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია კლინიკების წარმომადგენლებსა და ჯანდაცვის ექსპერტებს შეხვდნენ. მხარეებმა ახალი შტამის, „ომიკრონის“ გავრცელების რისკები შეაფასეს და საპასუხო ღონისძიებებზე იმსჯელეს.

საუბარი შეეხო ვაქცინაციის საკითხებს, „ომიკრონის“ გავრცელების პრევენციისთვის ვაქცინის ბუსტერული დოზისა და პირბადის აქტიურად გამოყენების მნიშვნელობას. შეხვედრაზე ახალი შტამის მიმდინარეობა, სიმპტომები და მკურნალობის გზებზე განიხილეს. ჯანდაცვის მინისტრმა, სამედიცინო დარგის სპეციალისტებს მხარდაჭერა აღუთქვა.

„დღევანდელი შეხვედრა ჩემი ინიციატივით არის, რომ გავიგო რაც შეიძლება მეტი დამოუკიდებელი აზრი, დღევანდელ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციასთან დაკავშირებით, თუ რისი პრევენცია შეიძლება, გავაკეთოთ, რაში შეიძლება, იყოს ჯანდაცვის სამინისტრო ჩართული, რაში შეიძლება, გაგიწიოთ მხარდაჭერა, ასევე მაინტერესებს „ომიკრონის“ დღევანდელი მიმდინარეობა, რამდენად მსუბუქი მიმდინარეობაა, ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები როგორ გვაქვს“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვიოლა ფონ კრამონი - “ქართული ოცნება” რეალურად “რუსული ოცნებაა” - ოლიგარქი ერთადერთ დავალებას იღებს რუსი მფლობელებისგან: “ჩაითრიე საქართველო უკან რუსულ ჭაობში“
სტოლტენბერგი: ნატო ამზადებს გადაწყვეტილებებს უკრაინის უფრო ძლიერი მხარდაჭერისთვის
მამუკა მდინარაძე: ნათელი ხდება, რამდენად მნიშვნელოვანია დავიცვათ ეროვნული ღირსება, ოჯახური ღირებულებები და ამაყად გავაგრძელოთ სვლა დეოკუპაციის, განვითარების და ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობის გზაზე - გელოდებით ყველას 29 აპრილს
მიხაელ გალერი - ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს აქციის მონაწილეებს, რომლებიც საქართველოსა და ევროკავშირის დროშით დგანან, მოვითხოვთ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას
ანა ფოტიგა - უნდა განვიხილოთ მიზანმიმართული სანქციების შესაძლო დაწესება ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ და მოვუწოდოთ მიშა სააკაშვილის გათავისუფლებისკენ
არქივი