„კოვიდ-19“-ის სამკურნალოდ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კიდევ ორი მედიკამენტის გამოყენების რეკომენდაცია გასცა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
149 14 იანვარი 2022, 20:31

„კოვიდ-19“-ის სამკურნალოდ,  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კიდევ ორი მედიკამენტის გამოყენების რეკომენდაცია გასცა.

გაერო-ს ორგანიზაციის პანელის გადაწყვეტილებით, კორონავირუსული ინფექციის წინააღმდეგ რეკომენდებულია აშშ-ის ფარმაცევტულ გიგანტ „ელი ლილის“ მიერ შექმნილი მედიკამენტი „ბარიციტინიბი“, რომელიც „ოლუმიანტის“ ბრენდის სახელით იყიდება.

აღნიშნული მედიკამენტი, რომელიც ასევე გამოიყენება რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ, განკუთვნილია მძიმე და კრიტიკული პაციენტებისთვის. „ბარიციტინიბი“ ამცირებს ვენტილაციის საჭიროებას და დადგინდა, რომ აუმჯობესებს პაციენტების გადარჩენის შანსს არასასურველი რეაქციების გაზრდის გარეშე.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ასევე მისცა „პირობითი რეკომენდაცია“ მედიკამენტ „სოტროვიმაბს“, რომელიც არის ექსპერიმენტული მონოკლონური ანტისხეულების მკურნალობა მათთვის, ვისაც „კოვიდ-19“ მსუბუქი ფორმებით აქვს, მაგრამ საავადმყოფოში გადაყვანის ყველაზე მაღალი რისკის წინაშე არიან.

მონოკლონური ანტისხეულები არის ლაბორატორიაში შექმნილი ნაერთები, რომლებიც სხეულის ბუნებრივი თავდაცვის მექანიზმის იმიტირებას ახდენს. რეკომენდაციები ეფუძნება შვიდი ცდისგან მიღებულ მტკიცებულებებს, რომლებშიც მონაწილეობა 4 000-ზე მეტმა მსუბუქმა, მძიმე და კრიტიკულმა პაციენტმა მიიღო.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ვოლსკი: საზოგადოებამ იხილა, ალეკო ელისაშვილი როგორ ახტებოდა პოლიციის კორდონს, მომაწექითო, ყვიროდა, აგრესიული იყო, შემდეგ ტერიტორიიდან განარიდეს
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა პოლონელ სამართალდამცველებთან თანამშრომლობის ფარგლებში გამოავლინა რუსეთის აგენტი, რომელმაც რუსეთის სპეცსამსახურებს ვოლოდიმირ ზელენსკიზე თავდასხმის მოწყობა შესთავაზა
ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის უფროს მრჩეველთან
საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე - ინიციატივა ეწინააღმდეგება ღირებულებებს, რომლებსაც ევროკავშირი ეფუძნება
ნიკოლოზ სამხარაძე: ჩვენი კურსი გაცხადებულად დასავლურია და პროექტი, რომელიც გამჭვირვალობას ითვალისწინებს ვერ შეუშლის ხელს საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირში
არქივი