ყაზახეთიდან სამშობლოში დაბრუნდება საქართველოს რვა მოქალაქე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
132 14 იანვარი 2022, 22:50

14 იანვარს ყაზახეთიდან, ქალაქ ალმატიდან საქართველოს მიმართულებით განხორციელდა რეისი, რომლის მეშვეობითაც საქართველოს რვა მოქალაქე, მათ შორის ანსამბლ „ილორის“ წევრები, სამშობლოში დაბრუნდებიან.  

„აღსანიშნავია, რომ ყახაზეთში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, ყახაზეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო, ისევე, როგორც საქართველოს საპატიო საკონსულო და ქართული დიასპორის წარმომადგენლები, მუდმივ კომუნიკაციაში იმყოფებოდნენ ადგილზე მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან. საელჩოს დახმარებით, ამ პერიოდის განმავლობაში, საქართველოს მოქალაქეები უზრუნველყოფილნი იყვნენ საკვებით, მედიკამენტებითა და პირველადი მოხმარების საგნებით.

ამ დროისათვის, ყაზახეთიდან საქართველოში დაბრუნდა 100-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე.

ყაზახეთში საქართველოს საელჩო მუშაობას განაგრძობს ჩვეულ რეჟიმში, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ ნომერზე: +7 (717) 224-32-58. ამასთან, შესაძლებელია შეტყობინების გაგზავნა ელ-ფოსტის მისამართზე:  astana.emb@mfa.gov.ge“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვინმეს მოღალატე, გამყიდველი და ოკუპანტი უძახო იმის გამო, რომ შენს, წნეხის ან ემოციის შედეგად წარმოშობილ, შთაბეჭდილებას ვერ ამყარებდე არგუმენტით, კატეგორიულად მიუღებელია
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
სოზარ სუბარი: დასავლეთიდან ზოგიერთმა პოლიტიკოსმა ქართველ „ენჯეოებს“ პრაქტიკულად მოუწოდა, რომ გავიდნენ ქუჩაში და ისე იბრძოლონ, როგორც უკრაინაში მიდის ბრძოლა უკანასკნელ უკრაინელამდე, სანამ რაიმე არეულობას არ მიაღწევენ
შალვა პაპუაშვილი გამჭვირვალობის კანონპროექტზე: ზედაპირული განცხადებები აჩენს აღქმას, რომ სინამდვილეში ეს არის მცდელობა, გააჩუმონ დემოკრატიული მსჯელობა საქართველოს პარლამენტში, რათა უცხოეთიდან შემოსული დაფინანსებები დაფარული დარჩეს
შალვა პაპუაშვილი: ფაქტობრივად, 21-ე საუკუნეში ეს თანამედროვე აქტივისტები, „ენჯეოები“ და ოპოზიციონერები, 90-იანი წლების ესთეტიკაში დაბრუნდნენ, სადაც ლოზუნგების ქვეყნად აღვიქმებოდით
არქივი