იენს სტოლტენბერგი - რუსეთმა წინათ გამოიყენა სამხედრო ძალა მეზობლების - საქართველოს, უკრაინისა და სხვების წინააღმდეგ, ამიტომ საფრთხე რეალურია და დიალოგში ჩართვა მნიშვნელოვანია, იმისთვის, რომ პოლიტიკური გამოსავალი გამოიძებნოს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
114 17 იანვარი 2022, 09:10

რუსეთმა წინათ გამოიყენა სამხედრო ძალა მეზობლების, საქართველოს, უკრაინისა და სხვების წინააღმდეგ, ამიტომ საფრთხე რეალურია და დიალოგში ჩართვა მნიშვნელოვანია, იმისთვის, რომ პოლიტიკური გამოსავალი გამოიძებნოს, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა CBS-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ამასთან, მზად უნდა ვიყოთ, რომ რუსეთმა, შესაძლოა, კვლავ გამოიყენოს ძალა. ჩვენ უნდა გავაგზავნოთ ნათელი შეტყობინება, რომ თუკი რუსეთი ასე მოიქცევა, ამას მკაცრი ეკონომიკური და პოლიტიკური შედეგები მოჰყვება.

უნდა გვესმოდეს, რომ აგრესორი რუსეთია, სწორედ რუსეთს აქვს ოკუპირებული ყირიმი, ისინი მხარს უჭერენ სეპარატისტებს დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში და ახორციელებენ კიბერთავდასხმებს უკრაინის წინააღმდეგ,“ - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ალიანსი არ წავა დათმობაზე ევროპული უსაფრთხოების ძირითად პრინციპებთან დაკავშირებით.

„ნატო-ს მოკავშირეები ვერ წავლენ დათმობაზე ევროპული უსაფრთხოების ძირითად პრინციპებთან დაკავშირებით, საერთაშორისო უსაფრთხოების პრინციპებთან დაკავშირებით, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება აირჩიოს საკუთარი გზა, თავად გადაწყვიტოს, სურს თუ არა მას ნატო-ს წევრი გახდეს,“- აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მაკა ბოჭორიშვილი: ახლა უკვე, როდესაც საქართველო კანდიდატი ქვეყანაა, გარდაუვალია ევროკავშირში ინტეგრაცია, ეს არის ჩვენი მომავალი
მაკა ბოჭორიშვილი: როცა საერთაშორისო ფორმატს მარტო სააკაშვილის წერილის წასაკითხად იყენებ და ამბობ, რომ ევროინტეგრაციის ყველაზე დიდი გულშემატკივარი ხარ, არ მჯერა და არც იმ ადამიანებს სჯერათ, რომლებიც საარჩევნო ყუთთან დადგებიან
მიხეილ ყაველაშვილი: ფეხბურთის გამო დავიწყე წინა ხელისუფლებასთან ბრძოლა - 30-მდე სრულყოფილი სტადიონი გაანადგურეს
მიხეილ ყაველაშვილი: აუცილებლად დადგება იგივე სიხარულის დღე, როცა გავხდებით ევროპის და ასევე მსოფლიო ჩემპიონები
ფაიგ ნაბიევი: იფთარზე ჩვენი შეკრება იმის გამოხატულებაა, რომ ქვეყანაში ტოლერანტობა, შემწყნარებლობა და ურთიერთპატივისცემა ჩვენი ცხოვრების წესია და ამ ყველაფრის გარანტორი სახელმწიფოა
არქივი