დავით ზალკალიანი ბრიუსელში ოფიციალურ ვიზიტს იწყებს, სადაც ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
117 17 იანვარი 2022, 09:14

საგარეო საქმეთა მინისტრი  ბრიუსელში ოფიციალურ ვიზიტს იწყებს. დავით ზალკალიანი ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდება. ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში, შეხვედრები გაიმართება ნატოსა და ევროკავშირში. არაფორმალური შეხვედრაა დაგეგმილი ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩებთანაც.

„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს შეხვედრა ნატოს გენერალურ მდივანთან შედგება ძალიან მგრძნობიარე, ძალიან მნიშვნელოვან პერიოდში, რაც როგორც ნატოელების, ასევე ჩვენი, საქართველოს მხარის მოთხოვნა იყო. მაშინ როდესაც მირჩა ჯოანასთან შედგა ჩვენი მინისტრის საუბარი (გასულ კვირას) იქ საბოლოოდ გადაწყდა, რომ ეს დიალოგი გაგრძელდებოდა ნატოსთან. არავინ აპირებს იმ დოკუმენტის ე.წ. უსაფრთხოების გარანტიების, რომელსაც მე საფრთხის შემცველ გარანტიებს ვეძახი, დოკუმენტის განხილვას რუსეთის მხრიდან. არავინ აპირებს ნატოს ღია კარის პოლიტიკის დახურვას და ამაზე მსჯელობის შეწყვეტას და ამავე დროს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებების უკან წაღებას. საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატოს წევრები . ეს არის საქართველოს, უკრაინის და ნატოს გადასაწყვეტი. ამ პროცესში მესამე მხარე ვერ ჩაერევა. ამ ფონზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრიუსელში ჩამოსვლა და ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრა არის უმნიშვნელოვანესი. შეხვედრა გაიმართება ნატოს ელჩებთანაც. პოლონეთის მისიაში გაიმართება შეხვედრა პოლონელების შემოთავაზებით. მე მათ ამისათვის მადლობას მინდა გადავუხადო. ამ შეხვედრაზე იქნება ამერიკის შეერთებული შტატები, საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, ჩვენი მოკავშირე ბალტიისპირეთის ქვეყნები, ცენტრალური, აღმოსავლეთი თუ დასავლეთ ევროპის სახელმწიფოები იქნებიან წარმოდგენილი. ძალიან საინტერესო კონსულტაციები გაიმართება მომავალი ნაბიჯების განსახილველად“, - განაცხადა ნატოში საქართველოს ელჩმა ვიქტორ დოლიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა გრძელდება
ირაკლი კობახიძე - ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და ამბიციური მიზანია, კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, ევროპის ქვეყნების საუკეთესო სამეულში მოვხვდეთ
ირაკლი კობახიძე - ძალიან მიხარია, რომ ახალი მთავრობის საქმიანობის პირველივე თვე აღინიშნა მაღალი ეკონომიკური ზრდით, გვაქვს იმედი, რომ ამ ტენდენციას შევინარჩუნებთ
ირაკლი კობახიძე - დისკუსია იყო ძალიან საინტერესო, ძალიან ღირებულია ის რჩევები, რომლებიც მივიღეთ სტუდენტებისგან, ამ რჩევებს აუცილებლად გავითვალისწინებთ
ირაკლი კობახიძე - ხაზარაძე, მელია, გვარამია და სხვები ოფიციალურად მხილებული არიან დანაშაულში, როცა ასეთები გამოთქვამენ პოლიტიკაში ყოფნის პრეტენზიას, ხალხი წარმატების შანსს ვერ მისცემს
არქივი