დავით ზალკალიანი - ჩვენი ნატოელი პარტნიორები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ ჩვენს ქვეყანას და გადაწყვეტილებები საქართველოსთან მიმართებაში არავითარ შემთხვევაში არ მიიღება საქართველოს გარეშე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
127 17 იანვარი 2022, 10:34

ჩემთვის ძალიან საინტერესოა პირველწყაროსგან მოვისმინო, რაზე იყო საუბარი რუსეთ-ნატო-ს კომისიის სხდომაზე, თუმცა შინაარსი საუბრებისა, რომლებიც მე მქონდა, მაძლევს საფუძველს, ვთქვა, რომ რუსეთს ძალიან მკაფიოდ განუცხადეს, 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების რევიზია არ იქნება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ბრიუსელში ვიზიტთან დაკავშირებით კომენტირებისას განაცხადა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიზიტი იმართება რუსეთ-ნატო-ს კომისიის სხდომის შემდეგ და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი ნატოელი პარტნიორები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ ჩვენს ქვეყანას და გადაწყვეტილებები საქართველოსთან მიმართებაში არავითარ შემთხვევაში არ მიიღება საქართველოს გარეშე. ეს მე დამიდასტურეს სატელეფონო საუბრების დროს როგორც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ისე ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ და დარწმუნებული ვარ, რომ იგივე იქნება დადასტურებული დღევანდელ შეხვედრაზე ელჩებთან. ჩემთვის, რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესოა მათგან მოვისმინო, უშუალოდ პირველწყაროსგან მოვისმინო, თუ რაზე იყო საუბარი რუსეთ-ნატო-ს კომისიის სხდომაზე, თუმცა შინაარსი საუბრებისა, რომლებიც მე მქონდა, მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ რუსეთის ფედერაციას ძალიან მკაფიოდ განუცხადეს ჩვენმა ნატოელმა პარტნიორებმა, რომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების არანაირი რევიზია არ იქნება, რომ საუბარი საერთოდ არ შეიძლება, იყოს გავლენის სფეროებზე და რომ ნატო-ს გაფართოების საკითხი, ეს არის უშუალოდ იმ ქვეყნის საქმე, ვისაც სურს ნატო-ში გაწევრიანება და ასევე, ნატო-ს გადასაწყვეტი. ვფიქრობ, რომ სწორედ ამ კონტექსტის გარშემო იქნება საუბარი. ასევე, ჩემთვის მნიშვნელოვანია, ვიცოდე სამომავლო გეგმების შესახებ, რა სამომავლო ნაბიჯები უნდა გადაიდგას როგორც ნატო-ს მხრიდან, ისე ჩვენი მხრიდან“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სამომავლო კოორდინაციისა და ერთობლივი საქმიანობის თვალსაზრისით, ასევე, მადრიდის სამიტის წინ, თუ რა ნაბიჯები უნდა იქნას გადადგმული, რათა საქართველოს მიზნები, რაც დაკავშირებულია გაწვრიანებასთან, იყოს რეალიზებული.

„რა თქმა უნდა, ჩვენ თანმიმდევრულები ვართ, არაფერი იცვლება ჩვენს მიდგომებში, ისე, როგორც დარწმუნებული ვარ, მსგავს გზავნილს მოვისმენ ჩვენი ნატოელი პარტნიორების მხრიდან. ჩვენი გეგმები მადრიდის სამიტთან მიმართებით არის ისეთი, როგორიც იყო მანამდე. არ მაქვს იმის მოლოდინი, რომ რუსეთი შეცვლის პოზიციას, მაგრამ აუცილებელია, რომ დიალოგი გაგრძელდეს და ეს გაჟღერდა კიდეც როგორც გენერალური მდივნის მხრიდან, ისე ჩვენი ნატოელი პარტნიორების მხრიდან, რომ დიალოგი უნდა გაგრძელდეს, მაგრამ არა იმ წინაპირობების ხარჯზე და იმ წინაპირობებით, რა წინაპირობებსაც რუსეთის ფედერაცია აყენებს ნატო-ს არგაფართოების კონტექსტში“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დღეს ბრიუსელში ვიზიტს იწყებს. ვიცე-პრემიერს შეხვედრები ნატო-ს მთავარ შტაბბინაში აქვს დაგეგმილი. დავით ზალკალიანი შეხვედრას გამართავს ნატო-ს წევრი 30 ქვეყნის ელჩებთან, დღის მეორე ნახევარში კი საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელს ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მაკა ბოჭორიშვილი: ახლა უკვე, როდესაც საქართველო კანდიდატი ქვეყანაა, გარდაუვალია ევროკავშირში ინტეგრაცია, ეს არის ჩვენი მომავალი
მაკა ბოჭორიშვილი: როცა საერთაშორისო ფორმატს მარტო სააკაშვილის წერილის წასაკითხად იყენებ და ამბობ, რომ ევროინტეგრაციის ყველაზე დიდი გულშემატკივარი ხარ, არ მჯერა და არც იმ ადამიანებს სჯერათ, რომლებიც საარჩევნო ყუთთან დადგებიან
მიხეილ ყაველაშვილი: ფეხბურთის გამო დავიწყე წინა ხელისუფლებასთან ბრძოლა - 30-მდე სრულყოფილი სტადიონი გაანადგურეს
მიხეილ ყაველაშვილი: აუცილებლად დადგება იგივე სიხარულის დღე, როცა გავხდებით ევროპის და ასევე მსოფლიო ჩემპიონები
ფაიგ ნაბიევი: იფთარზე ჩვენი შეკრება იმის გამოხატულებაა, რომ ქვეყანაში ტოლერანტობა, შემწყნარებლობა და ურთიერთპატივისცემა ჩვენი ცხოვრების წესია და ამ ყველაფრის გარანტორი სახელმწიფოა
არქივი