თვითმფრინავი, რომელშიც პეტრო პოროშენკო იმყოფება, ვარშავიდან კიევის მიმართულებით უკვე გაფრინდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
135 17 იანვარი 2022, 11:05

უკრაინის ექსპრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მხარდამჭერები კიევის „ჟულიანის“ აეროპორტთან იკრიბებიან. თვითმფრინავი, რომელშიც პეტრო პოროშენკო იმყოფება, ვარშავიდან კიევის მიმართულებით უკვე გაფრინდა.

მედიის ინფორმაციით, შეკრებილი მოქალაქეები საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ, იმისთვის, რომ ყოფილი პრეზიდენტის დაკავება არ დაუშვან.

პეტრო პოროშენკო ტერორისტული ორგანიზაციების საქმიანობის ხელშეწყობასა და სახელმწიფო ღალატშია ეჭვმიტანილი. მან ორი დღის წინ განაცხადა, რომ უკრაინაში ბრუნდება იმისთვის, რომ ქვეყანა რუსეთის აგრესიისგან დაიცვას

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი