პოლიციამ დაკროდანაშაულშე ბრალდებულები დააკავა - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ნარკოტიკი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
135 17 იანვარი 2022, 11:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვადასხვა დროს, წარსულში ნასამართლევი სამი პირი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულები არიან 1974 წელს დაბადებული მ.პ. 1986 წელს დაბადებული ა.მ. და 1967 წელს დაბადებული კ.გ. მათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა ედებათ ბრალად.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მ.პ.-ის პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, 3 კილოგრამამდე „ჰეროინის“ შემცველი ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღეს, ხოლო ა.მ.-ის პირადი ჩხრეკისას ამოღებულია 100 გრამამდე „ჰეროინის“ შემცველი ნარკოტიკი.

აჭარის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლების მიერ დაკავებული გ.კ.-ის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით

ამოღებულია: „ჰეროინის“, „ბუპრენორფინისა“ და „მეტადონის“ შემცველი ნარკოტიკები, ასევე, ფული.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გურამ მაჭარაშვილი „შავ ფულზე“: უნდათ, რომ საქართველოში პროცესები მართონ რადიკალურად. ეს არის გაშიფრული სცენარი, რომელსაც ჩვენ ვაწვდით საზოგადოებას, რომ იყოს შეიარაღებული
ემანუელ მაკრონი: დღეს ჩვენი ევროპა მოკვდავია და შეიძლება მოკვდეს. ევროპას ემუქრება ეგზისტენციალური საფრთხე რუსეთის აგრესიის სახით. ჩვენ უნდა მივიღოთ თავდაცვითი სტრატეგია, რომელიც ნაკლებად იქნება დამოკიდებული აშშ-ზე
გია აბაშიძე - თვალთმაქცი ევროპარლამენტის მხრიდან ადგილი აქვს კლასიკურ მანიპულაციას - უვიზო მიმოსვლა ასე მარტივად ვერ უქმდება, მას ბლოკის ყველა წევრმა უნდა დაუჭიროს მხარი
მამუკა მდინარაძე - ვიზალიბერალიზაციაზე, ანუ ისეთ თემაზე ჩანაწერის გაჩენა რეზოლუციაში, რომელზეც ჭირდება ოცდაშვიდივე სახელმწიფოს თანხმობა, არის მორიგი თაღლითობა და შანტაჟი ინიციატორი ევროპარლამენტარების მხრიდან
ზაალ ანჯაფარიძე-ევროპარლამენტის რეზოლუცია არის კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ ევროპა გვიკეთებს ისეთ შეთავაზებებს, რომელზედაც ჰგონია, რომ საქართველო უარს ვერ იტყვის- თითქმის არ მეპარება ეჭვი, ამ რეზოლუციაშიც დიდი ფულია გადახდილი
არქივი