მიხეილ ყაველაშვილი - ოპოზიცია ადამიანების ტრაგედიით სარგებლობს და ამაში სახალხო დამცველიც ჩაერთო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
152 17 იანვარი 2022, 20:16

2012 წლის შემდეგ დაახლოებით 23 ათასი დევნილია დაკმაყოფილებული, სანატირიუმ  „ქართლში“ მცხოვრებთა უკმაყოფილება იმან გამოიწვია, სხვა რომ დაკმაყოფილდა, თავადაც რატომ არ დაკმაყოფილდნენ და სიაში რატომ არ იყვნენ, – ამის შესახებ ნაძალადევის მაჟორიტარმა დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

დეპუტატის თქმით, სამ წელიწადში ყველა დევნილი უზრუნველყოფილი იქნება საცხოვრებლით.

„სანატორიუმი „ქართლი“ და იქ მცხოვრებ დევნილთა მდგომარეობა უშუალოდ ჩემს მაჟორიტარულ ოლქში შედის. 

ჯერ კიდევ გასული წლის აპრილში, როცა სახელმწიფომ 200 დევნილი ოჯახი დააკმაყოფილა, ამას სანატორიუმ „ქართლის“ მაცხოვრებელთა პროტესტი მოჰყვა, თუ რატომ არ იყვნენ ისინი ამ 200 ოჯახს შორის წარმოდგენილი. მაშინ, ამ ადამიანებს შევხვდით და დავპირდი, რომ მათი კონკრეტული პრობლემა იქნებოდა განხილული და მიტანილი ხელისუფლებასთან. ზუსტად სამ დღეში, მათ დევნილთა სამინისტროს წარმომადგენლები შევახვედრე და გამოიყო კომისია, სადაც აღრიცხვა უნდა მომხდარიყო ადამიანების, ვინ რა კრიტერიუმებით ისარგებლებდა ბინების მიღების დროს. მათთან კომუნიკაცია ყოველდღიურ რეჟიმში იყო და შემოდგომისთვის ყველა ადამიანის აღრიცხვა მოხდა – ვის რა ეკუთვნის, რამდენი ქულა აქვს და როგორ უნდა მომხდარიყო მათი დაკმაყოფილება. 

ვერც ერთი ადამიანი ვერ მეტყვის, რომ ისე არ იყო, რასაც ახლა გიყვებით. რა თქმა უნდა, ამ ადამიანების მდგომარეობას პოლიტიკური პროტესტი ყოველთვის თან სდევდა. მართლა მძიმე მდგომარეობაა და ყოველთვის იყო დაპირება, ვინც ყველაზე მძიმე მდგომარეობაში იყო, ქირით მომხდარიყო მათი გაყვანა, თუმცა ეს ადამიანები კატეგორიულ უარზე იყვნენ, ვიდრე ბინებით დაკმაყოფილების გარანტიას არ მიიღებდნენ. როცა თითოეული ოჯახის აღრიცხვა დასრულდა, შემდეგ დევნილთა სამინისტრომ წინადადება შეიმუშავა და ამ ადამიანებს   დოკუმენტალურად დაუდასტურდათ, რომ ისინი ბინებით აუცილებლად დაკმაყოფილდებოდნენ.

ეს დროის ფაქტორი იყო, რადგან საჭირო იყო კონკურსის გამოცხადება სამშენებლო კომპანიებთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, არ გამოჩნდა არც ერთი სამშენებლო კომპანია. 2 იანვარს, როცა არც ერთმა სამშენებლო კომპანიამ კონკურში მონაწილეობა არ მოინდომა და დევნილებს შევხვდით. მათი ქირით გაყვანის შესახებ პირობა გაიცა.  ნათქვამი იყო, რომ თუ ბინას ნახავდნენ, შეეძლებოდათ, სარგებლობა და დევნილთა სამინისტრო დააკმაყოფილებდათ. კვირის ბოლოსთვის კონკრეტული შეთავაზებები იქნება და განსაზღვრება, რომ 2022 წელს ყველა მათგანი ბინებით დაკმაყოფილებული იქნება.

ჩემი მხრიდან არც ერთი დაპირება არ არსებობს გაცემული, რაც არ შესრულდა. არც ერთი დღე არ ყოფილა მათთან კომუნიკაციის გარეშე. დოკუმენტალურად იქნება გაწერილი, რომ ვიდრე ბინას არ მიიღებენ, ქირით გაყვანის შესაძლებლობა ექნებათ. 2012 წლის შემდეგ დაახლოებით 23 ათასი დევნილია დაკმაყოფილებული. სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრებთა უკმაყოფილება იმან გამოიწვია, სხვა რომ დაკმაყოფილდა, თავადაც რატომ არ დაკმაყოფილდნენ და სიაში რატომ არ იყვნენ. ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ, რომ სამ წელიწადში ყველა დევნილი – დარჩენილია დაახლოებით 18 ათასამდე, უზრუნველყოფილი იქნება. ოპოზიცია ადამიანების ტრაგედიით სარგებლობს და ამაში სახალხო დამცველიც ჩაერთო. ერთიანი სენია და გული მწყდება, რომ ოპოზიციის ნაწილი, რომელიც თითქოს რადიკალურ ოპოზიციას გამიჯნულია, მოქმედებს დღის წესრიგის ერთიანი ქსელი. მათ საჭიროდ ჩათვალეს, რომ დევნილების მდგომარეობა და მომხდარი ტრაგედია თავიანთი მავნებლური პოლიტიკისთვის. სამწუხაროდ, მთელი ოპოზიცია იმ ერთი არსების გზავნილებით ხელმძღვანელობს, რომელიც ციხეში იმყოფება“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

ზღვისუბანში, სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები ერთ-ერთი დევნილი მამაკაცი შენობის სახურავიდან გადმოხტა და გარდაიცვალა. როგორც სანატორიუმ „ქართლთან“ შეკრებილები აცხადებენ, ის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსგან, ასევე საქართველოს მთავრობისგან ყურადღებას და დევნილთათვის საცხოვრებელ სახლებს ითხოვდა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თეა წულუკიანი: ვიზალიბერალიზაციის გაუქმება, პროცედურიდან გამომდინარე, წარმოუდგენელი და შეუძლებელია
თეა წულუკიანი მიხეილ სააკაშვილზე: ის ასრულებდა ყველა დავალებას, რომელსაც მისი პატრონები მისცემდნენ - ერთადერთი, რაც სხვისი დავალების გარეშე მოახერხა, ეს იყო ფორთხვა
რას ფიქრობს ფოტიგა, ეს თანამედროვე ქალი პედრო აგრამუნტი ან კიდევ ქალბატონი ფონ კრამონი, მნიშვნელოვანი არ არის, ჩვენთვის მთავარია ჩვენ რას ვფიქრობთ, რადგან თუ საქართველო არ იქნება ძლიერი, მას დიდხანს არსებობა გაუჭირდება
თეა წულუკიანი: რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ გააკეთა, ჩვენ გავაკეთეთ - რუსეთს, სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოების წესით დავარქვით ოკუპანტი
თეა წულუკიანი: ბევრად უფრო მკაცრ კანონს და რუსულ კანონს იღებს თავად ევროპა და ევროპარლამენტარებმა, მგონი, ეს არ იციან, უმალავენ
არქივი