დავით ქართველიშვილი - თეა წულუკიანზე იგივე რეაქცია სჭირთ, რაც ეშმას ნაკურთხი წყლით სხურებასა თუ საცეცხლურით კმევაზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
55 17 იანვარი 2022, 21:15
დემოკრატიაზე, ტოლერანტობაზე, მიმტევებლობაზე, გენდერულ პატივისცემაზე უკუღმად აცრილი ეს ნეოტროცკისტები, მათზე მრავალგზის ნიჭიერ, განათლებულ, საზრიან, პრინციპულ და პატრიოტულ თეა წულუკიანზე იგივე რეაქცია სჭირთ, რაც ეშმას ნაკურთხი წყლით სხურებასა თუ საცეცხლურით კმევაზე, - წერს ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

 ექსპერტი იხსენებს დავით ნარმანიას მერობის დროს, ირინა აბჟანდაძის რედაქტირებით გამოშვებულ თბილისის "საპატიო მოქალაქეთა ალბომში" დაშვებულ ტექნიკური ხასიათის ხარვეზებს, როდესაც ოთარ რამიშვილისა და რენე კალანდიას ფოტოები შეცდომით იყო მითითებული, რომელიც მაშინ უსაქმურად მყოფი ოპოზიციის მხრიდან არმაგედონის მასშტაბის კატასტროფად გამოცხადდა, ხოლო დღევანდელი ფაქტი, როდესაც უკვე საკუთარი კორპორაციის წევრის, ლაშა ბაქრაძის რედაქტირებით გამოცემულ კრებულში, პოეტესა (?) ელენე ბაქრაძემ ქართული პოეზიის მარგალიტის - ანა კალანდაძის ლექსები საკუთარ ავტორობას მიაწერა, რაც კულტურის სამინისტროს მიერ ლოგიკური და აუცილებელი რეაგირების საგანი გახდა, კვლავინდებურად უსაქმურად მყოფი ოპოზიციის მხრიდან ისევ და ისევ ხელისუფლების დაბულინგებაში გადაიზარდა „სიმართლე რომ გითხრათ, "დაარქივებული ფაილივით" ძლივს ამომიტივტივდა მეხსიერებიდან, დავით ნარმანიას მერობის დროს, ირინა აბჟანდაძის რედაქტირებით გამოშვებული თბილისის "საპატიო მოქალაქეთა ალბომში" დაშვებული ტექნიკური ხასიათის ხარვეზები - როდესაც ოთარ რამიშვილისა და რენე კალანდიას ფოტოები შეცდომით იყო მითითებული. ეს, ხაზს ვუსვამ - ტექნიკური ხასიათის ხარვეზი მაშინ უსაქმურად მყოფი ოპოზიციის მხრიდან არმაგედონის მასშტაბის კატასტროფად გამოცხადდა. არც არავის არაფერი მოუპარავს, არც სხვის ღვაწლს ამოეფარა ვინმე. მაგრამ ამ საოცარ ქვეყანაში, ხელისუფლების ოპონენტებს ხომ ყველაფრისთვის მიუწვდებათ აღშფოთებული ხმა, თავისი სამოქალაქო, კონსტიტუციური და სახელმწიფოებრივი მოვალეობების შესრულების გარდა.

ხოლო დღევანდელი ფაქტი, როდესაც უკვე საკუთარი კორპორაციის წევრის ლაშა ბაქრაძის რედაქტირებით გამოცემულ კრებულში, პოეტესა (?) ელენე ბაქრაძემ ქართული პოეზიის მარგალიტის - ანა კალანდაძის ლექსები საკუთარ ავტორობას მიაწერა, რაც კულტურის სამინისტროს მიერ ლოგიკური და აუცილებელი რეაგირების საგანი გახდა, კვლავინდებურად უსაქმურად მყოფი ოპოზიციის მხრიდან ისევ და ისევ ხელისუფლების დაბულინგებაში გადაიზარდა. უფრო სწორედ, ხელისუფლების იმ თვალსაჩინო წარმომადგენლის დაბულინგებაში, რომლის მიმართ რეალური, ფიზიკური შიში, აუტანლობა და სიძულვილი გააჩნიათ - თეა წულუკიანი. დემოკრატიაზე, ტოლერანტობაზე, მიმტევებლობაზე, გენდერულ პატივისცემაზე უკუღმად აცრილი ეს ნეოტროცკისტები, მათზე მრავალგზის ნიჭიერ, განათლებულ, საზრიან, პრინციპულ და პატრიოტულ თეა წულუკიანზე იგივე რეაქცია სჭირთ, რაც ეშმას ნაკურთხი წყლით სხურებასა თუ საცეცხლურით კმევაზე“, - წერს დავით ქართველიშვილი ფეისბუქზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი