საქართველოს, როგორც სუვერენულ ქვეყანას, აქვს უფლება, თავად აირჩიოს, ვისთან ექნება უსაფრთხოებისა და ეკონომიკური კუთხით პარტნიორობა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
184 18 იანვარი 2022, 15:03

საგარეო საქმეთა მინისტრ ზალკალიანის შეხვედრა ნატოს გენერალურ მდივანთან, სტოლტენბერგთან კარგი მიმანიშნებელია იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს შეხედულებები რუსეთისადმი სათანადო რეაგირების საკითხზე მსჯელობისას, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს, როგორც სუვერენულ ქვეყანას, აქვს უფლება, თავად აირჩიოს, ვისთან ექნება უსაფრთხოებისა და ეკონომიკური კუთხით პარტნიორობა.

„ამერიკის შეერთებული შტატები და ჩვენი ევროპელი მოკავშირეები, საქართველოსა და უკრაინასთან ერთად მჭიდრო კოორდინაციით მუშაობენ, რომ მოახდინონ რეაგირება იმ საფრთხეებზე, რომლებიც ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურას ეხება, რასაც ჩვენ 30 წელზე მეტია ვაშენებთ. ჩვენ გავაგრძელებთ კოორდინირებულ მუშაობასა და კომუნიკაციას. საგარეო საქმეთა მინისტრ ზალკალიანის შეხვედრა ნატოს გენერალურ მდივანთან, სტოლტენბერგთან კარგი მიმანიშნებელია იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს შეხედულებები რუსეთისადმი სათანადო რეაგირების საკითხზე მსჯელობისას.

გასულ კვირას მთელი რიგი მნიშვნელოვანი შეხვედრები ვიხილეთ ჟენევაში, ბრიუსელსა და ვენაში. რუსეთს მიეცა შესაძლებლობა, განემარტა თავისი პოზიცია, თუმცა მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ სწორედ რუსეთმა შექმნა უსაფრთხოების ეს კრიზისი ევროპასთან. რუსეთს განლაგებული ჰყავს სამხედროები მეზობელ სუვერენულ სახელმწიფოებთან. მას ოკუპირებული აქვს სუვერენული ქვეყნების ტერიტორიები აქ, საქართველოში, უკრაინაში, მოლდოვაში. მართალია ღია ვართ დიალოგისთვის, ჩვენ დავსხდებით და მოვისმენთ, თუმცა ჩვენ ვიმოქმედებთ ჩვენი მკაფიო პრინციპებით. აქედან პირველი ისაა, რომ რუსეთს არ აქვს ვეტოს დადების უფლება საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხზე. ამ საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს ალიანსი და გაწევრიანების მსურველი სახელმწიფო. საქართველოს, როგორც სუვერენულ ქვეყანას, აქვს უფლება, თავად აირჩიოს, ვისთან ექნება უსაფრთხოებისა და ეკონომიკური კუთხით პარტნიორობა. ეს არის ფუნდამენტური პრინციპი, რომელზეც დგას ევროპა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მკაფიოდ განაცხადა, რომ არ მოხდება რუსეთთან მოლაპარაკებები ევროპისა და ნატოს წევრების გარეშე. არ მოხდება მოლაპარაკებები საქართველოსა და უკრაინაზე, უკრაინის და საქართველოს აქტიური ჩართულობის გარეშე“, - აღნიშნა კელი დეგნანმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ძალადობას, მუქარასა და იძულებაში ბრალდებული სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფროსი ინსპექტორი დააკავეს
პრეზიდენტი არჩევნებში დიასპორის მონაწილეობაზე - მნიშვნელოვანი ხარვეზია, რომ საგარეო არ მონაწილეობს შეხვედრებში, უარს ამბობს და პასუხისმგებლობას იხსნის, რაც გაუგებარია
სტაჟირების პროგრამის მთავარი ამოცანაა, კურსდამთავრებულებს გაუადვილდეთ პროფესიულ ცხოვრებაში შესვლა, რაც ხელს შეუწყობს შემდგომ მათ კარიერულ ზრდას
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სამი ყოფილი თანამშრომელი დააკავეს
ირაკლი კობახიძე - სტაჟირების პროგრამის მთავარი ამოცანაა, კურსდამთავრებულებს გაუადვილდეთ პროფესიულ ცხოვრებაში შესვლა, რაც ხელს შეუწყობს მათ კარიერულ ზრდას
არქივი