ნიკოლოზ სამხარაძემ შვედ კოლეგასთან რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო განიხილა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
134 19 იანვარი 2022, 15:15

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ შვედეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, კენეტ ფორსლუნდთან ონლაინ შეხვედრა გამართა.

შეხვედრის მთავარი თემას წარმოადგენდა ევროპაში არსებული უსაფრთხოების გარემო, ევროპული უსაფრთხოების საკითხებზე ნატოსა და რუსეთს, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის და ეუთოს ფარგლებში მიმდინარე მოლაპარაკებები.

„დავინტერესდი ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით შვედეთის პოზიციით, ჩემმა კოლეგამ მიმოიხილა შვედეთის შიდაპოლიტიკური სიტუაცია, პარტიების მიდგომა ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ასევე, მოგვაწოდა ინფორმაცია თუ რა დამატებით ნაბიჯებს დგამს შვედეთი საკუთარი უსაფრთხოების გასაძლიერებლად“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მხარეებმა აგრეთვე ისაუბრეს შავი ზღვის რეგიონში არსებულ ვითარებაზე. განიხილეს სავარაუდო სცენარები, რომელიც მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, შესაძლოა რუსეთის მხრიდან განვითარდეს.

შვედეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დაინტერესდა საქართველოს თავდაცვითი პოტენციალით და განვითარების ტენდენციებით.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ რუსეთის მიერ გადადგმული ნაბიჯები იძლევა იმ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ რუსეთის მთავარი ამოცანა არის პოსტ-საბჭოთა სივრცეზე სრული კონტროლის დამყარება, რაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქნას დაშვებული.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვინმეს მოღალატე, გამყიდველი და ოკუპანტი უძახო იმის გამო, რომ შენს, წნეხის ან ემოციის შედეგად წარმოშობილ, შთაბეჭდილებას ვერ ამყარებდე არგუმენტით, კატეგორიულად მიუღებელია
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
სოზარ სუბარი: დასავლეთიდან ზოგიერთმა პოლიტიკოსმა ქართველ „ენჯეოებს“ პრაქტიკულად მოუწოდა, რომ გავიდნენ ქუჩაში და ისე იბრძოლონ, როგორც უკრაინაში მიდის ბრძოლა უკანასკნელ უკრაინელამდე, სანამ რაიმე არეულობას არ მიაღწევენ
შალვა პაპუაშვილი გამჭვირვალობის კანონპროექტზე: ზედაპირული განცხადებები აჩენს აღქმას, რომ სინამდვილეში ეს არის მცდელობა, გააჩუმონ დემოკრატიული მსჯელობა საქართველოს პარლამენტში, რათა უცხოეთიდან შემოსული დაფინანსებები დაფარული დარჩეს
შალვა პაპუაშვილი: ფაქტობრივად, 21-ე საუკუნეში ეს თანამედროვე აქტივისტები, „ენჯეოები“ და ოპოზიციონერები, 90-იანი წლების ესთეტიკაში დაბრუნდნენ, სადაც ლოზუნგების ქვეყნად აღვიქმებოდით
არქივი