თეა ახვლედიანმა აფხაზეთში სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ყოველწლიური შეხვედრა გამართა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
155 19 იანვარი 2022, 17:17

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა აფხაზეთში სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ყოველწლიური შეხვედრა გამართა.

სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, თეა ახვლედიანმა ხაზგასმით აღნიშნა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში, მათ შორის შერიგებისა და ჩართულობის მიმართულებით, საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერისა და აქტიური მონაწილეობის მნიშვნელობა და აღნიშნულ კონტექსტში, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა აფხაზეთის რეგიონში ჰუმანიტარული და ნდობის აღდგენის ხელშემწყობი პროექტების განხორციელებისთვის. ამასთან, ხაზი გაესვა ერთობლივი ძალისხმევის გააქტიურების აუცილებლობას, მათ შორის ცხინვალის რეგიონის ხელოვნური იზოლაციის შედეგად შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისის დასაძლევად, რაც განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს კოვიდ-19 პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევების ფონზე.

შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად იმსჯელეს აფხაზეთის რეგიონში ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ მდგომარეობაზე, ასევე პანდემიით გამოწვეულ საჭიროებებზე. საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიმოიხილეს მათ მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროექტები, ასევე სამომავლო ინიციატივები.

თავის მხრივ, თეა ახვლედიანმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების მიმდინარეობა, მიღწეული შედეგები და სამომავლო ხედვები, რაც ერთი მხრივ, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობაზე ზრუნვასა და მათი სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას, ხოლო მეორე მხრივ – ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებებს შორის დიალოგის, ნდობის აღდგენის და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს მიზნად. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა 2010 წლის ჩართულობის სახელმწიფო სტრატეგიისა და თანმდევი სამოქმედო გეგმის სტრატეგიული გადახედვის პროცესზე, რომელიც ფართო საზოგადოებრივი მონაწილეობით, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით მიმდინარეობს.

მხარეები ამ და სხვა საკითხებზე მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებასა და შემდგომ გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნათია თურნავა და ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს, პოლ ჰილბერს შეხვდნენ
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვას პარლამენტი 29 აპრილის სასესიო კვირაში დაუბრუნდება
ევროპარლამენტარები - დევიდ მაკალისტერი, სვენ მიქსერი და მარინა კალიურანდი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
სოზარ სუბარი: ოფშორიდან ფულის საქართველოში შემოტანა არის ქვეყნის ეკონომიკის წინსვლა - ამაზე მარტივი დასანახი რა უნდა იყოს, მართლა შეგნებულად რომ არ ცდილობდნენ ხალხის მოტყუებას?
არჩილ თალაკვაძე: ორმაგი სტანდარტი, რომელიც ჟურნალისტებთან მიმართებით დავინახეთ ამ დღეების განმავლობაში, კიდევ ერთხელ აჩვენებს კონკრეტული ჯგუფების ფარისევლობასა და შერჩევით მიდგომას
არქივი