კიევის სასამართლომ უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო პირადი თავდებობით გაათავისუფლა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
170 19 იანვარი 2022, 19:32

კიევის სასამართლომ უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოსთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობის გამოყენების გადაწყვეტილება არ მიიღო და პირადი თავდებობით გაათავისუფლა.

მედიის ინფორმაციით, ექსპრეზიდენტი იმ პირობით გაათავისუფლეს, რომ სასამართლოში დაკითხვაზე პირველივე მოთხოვნისთანავე გამოცხადდება.

ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, პოროშენკო ვალდებულია არ დატოვოს კიევის ოლქი და საზღვარგარეთ გასამგზავრებელი პასპორტი ჩააბაროს.

შეგახსენებთ, პროკურატურა პოროშენკოს წინააღმდეგ წინასწარ პატიმრობას ან გირაოს სახით ერთი მილიარდი გრივნის გადახდას ითხოვდა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი