უკრაინის ომბუდსმენი საქართველოს იუსტიციის მინისტრს მიმართავს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
125 19 იანვარი 2022, 22:03
უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა საქართველოს იუსტიციის მინისტრს „ფეისბუქით“  მიმართავს, რომ უზრუნველყოს უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის კვალიფიციური ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია.

"მას აქვს პოსტტრავმული სტრესული აშლილობა და დეპრესია, რომელიც ციხის პირობებში ვერ იკურნება. ამიტომ მიხეილის ჯანმრთელობა მუდმივად უარესდება. ასევე ექიმთა კონსილიუმმა გამოსცადა, რომ მკურნალობის მეთოდოლოგიაში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ არის, რასაც საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია დაჟინებით მოითხოვდა. სააკაშვილი ძირითადად მხოლოდ სამედიცინო თერაპიას იღებს ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაციის გარეშე. ამიტომ მივმართავ საქართველოს იუსტიციის მინისტრს, უზრუნველყოს უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის კვალიფიციური ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია. ვთხოვ ქვეყნებს და საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს, მკაცრად დაგმონ ქართველი თანამდებობის პირების ქმედებები, რომლებიც არღვევენ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის, ჯანმრთელობის დაცვისა და სამედიცინო მომსახურების უფლებებს", - წერს დენისოვა სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვინმეს მოღალატე, გამყიდველი და ოკუპანტი უძახო იმის გამო, რომ შენს, წნეხის ან ემოციის შედეგად წარმოშობილ, შთაბეჭდილებას ვერ ამყარებდე არგუმენტით, კატეგორიულად მიუღებელია
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
სოზარ სუბარი: დასავლეთიდან ზოგიერთმა პოლიტიკოსმა ქართველ „ენჯეოებს“ პრაქტიკულად მოუწოდა, რომ გავიდნენ ქუჩაში და ისე იბრძოლონ, როგორც უკრაინაში მიდის ბრძოლა უკანასკნელ უკრაინელამდე, სანამ რაიმე არეულობას არ მიაღწევენ
შალვა პაპუაშვილი გამჭვირვალობის კანონპროექტზე: ზედაპირული განცხადებები აჩენს აღქმას, რომ სინამდვილეში ეს არის მცდელობა, გააჩუმონ დემოკრატიული მსჯელობა საქართველოს პარლამენტში, რათა უცხოეთიდან შემოსული დაფინანსებები დაფარული დარჩეს
შალვა პაპუაშვილი: ფაქტობრივად, 21-ე საუკუნეში ეს თანამედროვე აქტივისტები, „ენჯეოები“ და ოპოზიციონერები, 90-იანი წლების ესთეტიკაში დაბრუნდნენ, სადაც ლოზუნგების ქვეყნად აღვიქმებოდით
არქივი